კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო - "შტურმი" და "ანორთოსისი" დამარცხდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროტურნირების ჯგუფური ეტაპების მეორე ტურში ქართველი ფეხბურთელების გუნდების მატჩები გაიმართა.

ევროპა ლიგაზე "შტურმი"საკუთარ მოედანზე პსვ-სთან 1:4 დამარცხდა. ოთარ კიტეიშვილს პირველ ტაიმში ფეხზე დისკომფორტს გრძნობდა,  81-ე წუთზე კი უკნიდან  ჩაარტყეს, რის შემდეგაც კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო, შეცვალეს და მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა. იმედია, კიტეიშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება და უახლოეს მატჩებში საქართველოს ნაკრების დახმარებას შეძლებს.

"შტურმმა" ორივე სასტარტო შეხვედრა წააგო და 21 ოქტომბერს "სოსიედადს" დაუპირისპირდება.

კონფერენს ლიგაზე "გენტმა" საკუთარ კედლებში "ანორთოსისს" 2:0 სძლია. მასპინძელთა რიგებში არ იყო ტრავმირებული გიორგი ჩაკვეტაძე, ხოლო
თემურ ქეცბაიას გუნდში მე-80 წუთზე შეცვლაზე ნიკა კაჭარავა შევიდა. გიორგი ლორია და ნიკა ნინუა სათადარიგოები გახლდნენ.

"გენტი" ჯგუფში "პარტიზანთან"ერთად ლიდერია და 21 ოქტომბერს სერბულ გუნდს ბელგრადში შეხვდება, ხოლო უქულოდ მყოფი "ანორთოსისი"იმავე დღეს "ფლორას"უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 27 /
მოვიდა ნაკრების თამაში და დაიწყი ამას სიკვდილი იმას ჩამოხრჩობა სიზმარაში რომაა
ნიმბუსი
30 სექტემბერი 2021 23:51
2
1) ჩაკვე
2) კიტე
3) კვარა coming soon...
:D :D :D კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო!
Emigranti
30 სექტემბერი 2021 23:31
2
ლობჟანიძე როგორაა ნეტა?
ნიმბუსი
01 ოქტომბერი 2021 03:38
3
უიღბლობა კი არა...ტრავმის არ მიღებასაც ცოდნა უნდა...არ გვყავს ნორმალური ფეხბურთელები.დაიწყო კიტეიშვილმა ამ შაბათ კვირას ერთი სამი მიიღებს ალბათ კიდე.ერთი სამიც შეკრებაზე და ისევ ბათუმის დინამო შეგვრჩება ხელში.არ ღირს ნაკრების თამაშის ყურება.
Master
30 სექტემბერი 2021 23:28
3
კიტეს თამაშის დროსაც ეტყობოდა, რომ ტრავმა მაინც აწუხებდა და თამაშის ბოლოს ისე ჩაარტყეს რომ საბერძნეთთან შეძლებს თამაშს?
მე მგონი სათითაიდ ყველა ფეხბურთელს და მთლიანად მთელ გუნდს შელოცვა არ აწყენდა!
გია
30 სექტემბერი 2021 23:19
2
ზუსტად რა რაგახდა ერთი შემლოცველის ნახვა შანსი არაა სანაკრებოდ რამდენიმე ფეხბურთელი არ დაიტრამვოს პირველი კიტეა აბა დალშე ვინ იქნება შემდეგი.... სანამ ნაკრებში წამოვლენ ერთი 4კიდე გამოაკლდება :@@@@
Roma
30 სექტემბერი 2021 23:44
4
უიღბლობა და ნერვიულობა შენთვისაა, თორემ მაგათთვის არის გამოსავალი. გასამართლებლად სხვა გზა თუ ქონდა?
კ ო მ ბ ლ ე
30 სექტემბერი 2021 23:15
7
ესეც მეორე:) გაგრძელება იქნება
გიო-გოლი
30 სექტემბერი 2021 22:59
1
თქვენც ის იფიქრეთ რაც მე ? :დდდდ
Nika
30 სექტემბერი 2021 22:52
3
კიტეზე მაგას ვერ ვიტყვი
კოსტა
30 სექტემბერი 2021 23:16
12
თავიდან კი, მაგრამ მერე გადავახვიე და მართლა მაგრად ჩაარტყეს.
ალექსა
30 სექტემბერი 2021 23:14
1
ყველა გამოხმაურება
ეს რა უიღბლობაა…
ალექსა
30 სექტემბერი 2021 22:49
0
სულ რომ იმტვრევა ფეხბურთელი, უიღბლობის კი არა, სუსტი ფიზმომზადების ბრალია
: )))))))
30 სექტემბერი 2021 23:27
2

სიახლეები პოპულარული