კაშიასა და კანკავას "სლოვანმა" საბერძნეთში ქულა მოიპოვა - ხოჭოლავას "კოპენჰაგენმა" კვლავ იმარჯვა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მეორე ტურში, F ჯგუფში, „კოპენჰაგენმა“ საკუთარ მოედანზე „ლინკოლნი“ 3:1 დაამარცხა. დანიური გუნდის ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა სასტარტოში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს, ხოლო მისი გუნდი 6 ქულით ლიდერია და 21 ოქტომბერს „პაოკს“ დაუხვდება.

ამავე ჯგუფში „სლოვანმა“ სალონიკში „პაოკთან“, რომელიც საბერძნეთის ჩემპიონატზე მეორე ადგილზეა, ფრეს მიაღწია (1:1), 1 ქულით მე-3 ადგილზეა და 21 ოქტომბერს „ლინკოლნს“ უმასპინძლებს. ბრატისლაველთა რიგებში შეუცვლელად ითამაშეს გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ.

ევროპა ლიგაზე „ფერენცვაროში“ ბუდაპეშტში 1:3 დამარცხდა „ბეტისთან“. მადიარული გუნდის განაცხადში არ იყვნენ ტრავმირებულები -
ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული