ვაისი: აი, ამიტომ დავიმატე კანკავა და კაშია - ზაფხულში უკეთესი გუნდი მეყოლება

AutoSharing Option
კონფერენს ლიგაზე სტუმრად "პაოკთან" ნამატჩევს (1:1) კომენტარი "სლოვანის" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა:

"მატჩი შესანიშნავ ტემპში მიმდინარეობდა და მაყურებლებისთვის კარგი სანახავი იყო. შეხვედრის წინ რომ ეთქვათ, ქულას მოიპოვებთო, კმაყოფილი დავრჩებოდი, მაგრამ სამი საგოლე მომენტი გვქონდა და გამარჯვებასთან უფრო ახლოს ჩვენ ვიყავით. ძლიერ გუნდთან ფრე ურიგო არ არის და საბოლოოდ ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა. ეს ჩვენთვის ფასეულია. ისეთი დონის ფეხბურთელები მყავს, რომელთაც ესმით, როგორ უნდა ითამაშონ კარგ მოწინააღმდეგესთან, რაც ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის და კლუბისთვის მნიშვნელოვანია.

კარგად ვითამაშეთ, ორგანიზებულად, გამოვავლინეთ ინდივიდუალური ოსტატობა, გუნდს სუსტი
წერტილი არ ჰქონდა. ამ პრინციპით დავიწყე გუნდის მშენებლობა. ვიცი, ამ შემადგენლობისგან რას უნდა მოველოდე და ზაფხულში კიდევ უფრო უკეთესი გუნდი მეყოლება. ასეთ მატჩებში დიდ გამოცდილებას ვიღებთ და ჯერ ჯგუფში ჩვენი საბოლოო სიტყვა არ გვითქვამს.

ყოველთვის მინდოდა დაბალანსებული შემადგენლობა მყოლოდა, დაცვის გაძლიერება გვჭირდებოდა დ ამიტომ დავიმატე ზაფხულში ჯაბა კანკავა და გურამ კაშია. ფეხბურთელთა ფართო არჩევანი გამაჩნია და წინსვლა შეგვიძლია. ჯგუფში "ლინკოლნთან" ორი მატჩი დაგვრჩა, "პაოკს" ვუმასპინძლებთ, ხოლო "კოპენჰაგენს" გასვლაზე დავუპირისპირდებით. მჯერა, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ვიბრძოლებთ", - ციტირებს ვაისს კლუბის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
იმიტომ აგვიანებდა შეცვლას რომ ქეცბაიას ინტერვიუ მაქვს ნანახი სადაც ხსნის ქართული ფეხბურთის სპეციფიკას.. უუნაროები რომ ვართ ცვლილების შეტანა რევს გუნდსო. არ შევცვლი რატომ არ შეცვალეო.. ასეა თავუუნაროები ვართ.
გგ
11:33 02-10-2021
2
ჩვენთან რაც უთხრეს ის გაკეთა მაკედონიის ფედერაციამ გამაზა მაყუთი ჩვენ უფრო გვჭირდება რეკლამა ევროპაზეო
აჩი**
00:25 02-10-2021
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული