ჩაკვეტაძის "ანორთოსისთან" თამაში არ გარისკეს, "ანტვერპენთან" კი - იასპარეზებს

AutoSharing Option
Voetbalprimeur-ის მტკიცებით, "გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს მსუბუქი დაზიანება ჰქონდა და სამწვრთნელო შტაბმა უბრალოდ არ გარისკა მისი კონფერენს ლიგაზე "ანორთოსისთან" მატჩში მონაწილეობა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ტექნიკურმა ქართველმა, რომელსაც გასული სეზონი მძიმე ტრავმის გამო გაუცდა, უკანასკნელი კვირეების განმავლობაში კარგი თამაშით თავი არაერთხელ შეგვახსენა. ასე რომ, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, გიორგი 3 ოქტომბერს "ანტვერპენთან" ბელგიის ჩემპიონატის მე-10 ტურის გასვლით შეხვედრაში ითამაშებს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებს შეუერთდება.

მომავალი მატჩის შესახებ "გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა ისაუბრა: "კონფერენს ლიგაზე შესანიშნავი სტარტი ავიღეთ, 6 შესაძლებლიდან 6 ქულა
გვაქვს. "ანტვერპენიც" ასპარეზობს ევროტურნირებზე, მაგრამ 0 ქულა აქვს. სამაგიეროდ ჟუპილერ ლიგაში გამოდიან კარგად (ლიდერ ბრიუგეს 1 ქულით ჩამორჩება). "აინტრახტთან" წაგება მათზე არ იმოქმედებს, ვინაიდან ეს ორი სხვადასხვა ტურნირია. ეს ყოველთვის მრისხანე გუნდია".

მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ წინა თამაში, როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, კარგად ჩაატარა, რისკის საფასურად, მისი დასვენება, ჩვენს საქმეს წაადგება და გამართლებულად მიმაჩნია.
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი, 1953 წლიდან.
13:25 02-10-2021
0

myquiz
სიახლეები პოპულარული