სამხრეთ კორეის K ლიგის 33-ე ტურში "ულსან ჰიუნდაი" "სუვონს" ესტუმრა და 3:0 დაამარცხა.
ვაკო ყაზაიშვილმა კორეის ლიგაში რიგით მე-8 გოლი გაიტანა, საქართველოს ნაკრების შემტევმა თავი მე-8 წუთზე გამოიჩინა.
ამრიგად, 33-ე ტურის თავზე "ულსან ჰიუნდაი" 64 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება, ქართველი ლეგიონერის გუნდი მომდენო შეხვედრას 24 ოქტომბერს, სეონგნამის წინააღმდეგ გამართავს.