სლუცკი: კვარაცხელიას ამ სეზონში გაცილებით უჭირს

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-10 ტურში "რუბინი" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა "ნიჟნი ნოვგოროდთან". ყაზანური გუნდის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებული ილია სამოშნიკოვის ნაცვლად 28-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 50-ე წუთზე კი თავის მიერვე მოპოვებული პენალტი ვერ გამოიყენა. ნამატჩევს "რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

- როდესაც პენალტი დაინიშნა, ისმოდა, რომ სათადარიგოთა სკამიდან ყვიროდნენ, თერთმეტმეტრიანი დრეიერს შეესრულებინა, მაგრამ ხვიჩამ გადაწყვიტა თვითონ დაერტყა. ასეა ეს?
- დიახ, გუშინ დრეიერს ვუთხარი, რომ თუ პენალტი დაინიშნებოდა, მას უნდა შეესრულებინა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე მოიქცეოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ
მოხდა.

- ამ სეზონში კვარაცხელიას თამაშის პრობლემა რაში მდგომარეობს?
- არ ვიცი. ეს მეორე სეზონია. მას ყველა იცნობს და იციან, როგორ თამაშობს. გაცილებით უჭირს.

გასაგებია, რომ საერთო აჟიოტაჟი, რომელიც მის გარშემო იყო, გავლენას ახდენს. მეორე სეზონი ყოველთვის უფრო რთული გამოცდაა. თუმცა, ჩვენ ყველანი ვერ ვახერხებთ მის გადალახვას და არა მხოლოდ კვარაცხელია.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ხო და დაუდექით გვერდით გუნდში საუკეთესო ფეხბურთელს თუ უჭირს. აბა მწვრთნელი რისია, რომ იძახდა ზღვარი არ აქვს მის შესაძლებლობებს და შოკში ჩავვარდი მისი ტალანტი რომ ვნახეო...
ნეტა ვისი დამსახურებაა შარშანდელი სეზონი, და ევრო საგზურის მოპოვება. რამდენი თამაში მოაგებინათ მარტომ და რამდენჯერ გადაარჩინა გუნდი.
ცუდი პერიოდი ყველა ფეხბურთელის ცხოვრებაშია და გადალახავს ამას. ტრავმის მერე ფორმაში არაა და ამას ამდენი გატრაგიკულება რად უნდა, პლიუს დაემატა,რომ წელს ისევ რუსულ გუნდში დარჩა.
რამდენი ვარსკვლავის კარიერაში ყოფილა მსგავსი მომენტი იცით? ძალიან ბევრის.
ძალიან დიდი ხანია ფეხბურთს ვუყურებ და უამრავი ჩავარდნა და აღმასვლა მინახავს, ესაა ფეხბურთი. ნერვების თამაში. კვარაცხელიას იმხელა ტალანტი აქვს, არამგონია ერთ კვირაში თამაში დავიწყებოდა. ნელ-ნელა დააღწევს თავს ამ სტრესს და ტრავმასაც ბოლომდე მოიშუშებს.
აი ჩვენ კიდე ხო მარა რუსებს მაინც რა აქვთ კვარაზე ცუდის სათქმელი, მაყურებელი დააბრუნა ბიჭმა ტრიბუნებზე და ევროპული დონის ფეხბურთს თამაშობდა ჭ კლასის ხალხში.
ტალახში ჩავარდნილი ბრილიანტივით იყო.
როგორ უნდა მოუბრუნდეთ ენა რუბინის ფანებს და კვარას თუნდაც გამაზულ პენალზე რამე თქვან.
რა იციან ფეხბურთი მაგათმა.
ნე პირადად მგონია, რომ მლანძღველ-მაგინებელ ადამიანს ფეხბურთი საერთოდ არ ესმის და არამარტო ფეხბურთი, საერთოდ არცერთო სფერო არ გესმის, როცა ადეკვატურად გაკრიტიკება არ შეგიძლია
Thomas
18:50 02-10-2021
0
დღესაც არ უთამაშია ცუდად და საერთოდ ავიწყდებათ პენალტი ვინ მოიპოვა,არ შეიძლება შენი ფეხბურთელი ასე საჯაროდ გააკრიტიკო.მე მჯერა ხვიჩასი და დარწმუნებული ვარ გადალახავს ამ კრიზის და ისეთ გუნდში გადავა სადაც ენდობიან.
არჩილ
21:53 02-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული