საბა ლობჟანიძე ნაკრებს ისევ შედეგიანი მოქმედებით უერთდება

AutoSharing Option
თურქეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში საბა ლობჟანიძეს მორიგი წარმატებული შეხვედრა ჰქონდა -  საგოლე პასი მიითვალა. "ჰათაისპორმა" სტუმრად "მალათიასპორი" 2:0 დაამარცხა. 

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის აქტიურობით მისმა გუნდმა 35-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 67-ზე კი შეცვალეს. 26 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში უკვე 3 გოლი და 4 შედეგიანი პასი აქვს.

საბა "ჯვაროსნებს" ისევ კარგ ფორმაში უერთდება, "ჰათაისპორი" კი, რომელიც სუპერლიგაში მე-3 ადგილს იკავებს, 18 ოქტომბერს "გაზიანთეფს" უმასპინძლებს.

altლობჟანიძე და "ჰათაისპორი" აღარ ხუმრობენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
კრისტალბეთი სულ აჩვენებს თურქეთის ჩემპიონატს
სოსოს
01:02 04-10-2021
0
საბას თამაშებს,ვერსად ვერასოდეს გადავეყარე.არადა ძალიან მაინტერესებს,მისი თამაშების ნახვა.
სოსო
19:03 03-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული