საბა ლობჟანიძე ნაკრებს ისევ შედეგიანი მოქმედებით უერთდება

AutoSharing Option
თურქეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში საბა ლობჟანიძეს მორიგი წარმატებული შეხვედრა ჰქონდა -  საგოლე პასი მიითვალა. "ჰათაისპორმა" სტუმრად "მალათიასპორი" 2:0 დაამარცხა. 

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის აქტიურობით მისმა გუნდმა 35-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 67-ზე კი შეცვალეს. 26 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში უკვე 3 გოლი და 4 შედეგიანი პასი აქვს.

საბა "ჯვაროსნებს" ისევ კარგ ფორმაში უერთდება, "ჰათაისპორი" კი, რომელიც სუპერლიგაში მე-3 ადგილს იკავებს, 18 ოქტომბერს "გაზიანთეფს" უმასპინძლებს.

altლობჟანიძე და "ჰათაისპორი" აღარ ხუმრობენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამასაც იგნორს უკეთებდნენ თუ გახსოვთ, მერე ათამაშეს როგორც იქნა და აი, როგორ გაქაჩა. კიდევ უკეთეს გუნდში გადავა, თუ ტრამვამ არ შეუშალა ხელი, მარა არაა მაინცდამაინც მიდრეკილი, რაც მაგის პროფესიონალიზმზე მიუთითებს. კიტემ, უადგილოდ მიიღო ტრამვა, ძალით ქვია მაგას. ეგეთ ტრამვას არც ერთი ევროპელი არ მიიღებს.
ლევან მაღლაკელიძე
17:54 03-10-2021
2
საბას თამაშებს,ვერსად ვერასოდეს გადავეყარე.არადა ძალიან მაინტერესებს,მისი თამაშების ნახვა.
სოსო
19:03 03-10-2021
0

სიახლეები პოპულარული