"ანტვერპენთან" ბელგიის ჩემპიონატზე "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე 33-ე წუთზე გააძევეს, მისმა გუნდმა კი გოლი 78-ე წუთზე გაუშვა და 0:1 დამარცხდა.
ნამატჩევს Voetbalbelgie-სთან კომენტარი "გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა და ჩაკვეტაძის ვეტერანმა თანაგუნდელმა სვენ კუმსმა გააკეთეს.
"ჩაკვეტაძეს ბურთის ართმევა უნდოდა, გერკენსი კი შებრუნდა და გიორგიმ უკნიდან ფეხში ჩაარტყა. მე ამას უიღბლობას ვუწოდებ. თუ ფეხბურთელს ფეხის წვერზე მიარტყამენ, ეს ყვითელი ბარათია, თუ ქუსლზე - წითელი. თუ განზრახ უხეშობას არ ჰქონდა ადგილი, მე დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ.
თუმცა თამაშის წესებში წერია, რომ ეს წითელი
ბარათია. მთელი საათი რიცხობრივ უმცირესობაში მოგვიწია თამაში. მასპინძელთა მცველმა ჯელე ბელაიმაც დაარღვია ნურიო ფორტუნაზე წესები და მსაჯს მეორე ყვითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა.
თუ პირველ 30 წამს არ ჩავთვლით, ვიდრე ჩაკვეტაძე მოედანზე იყო, მეტოქე არ არსებობდა. აქ სამი ქულისთვის ჩამოვედით და სახლში უქულოდ ვბრუნდებით. ჩვენი ეფექტურობა ნულს ქვევით იყო. შეგვეძლო ქულა მოგვეპოვებინა, მაგრამ ბოლო წუთზე ნაღდი მომენტი ვერ გამოვიყენეთ", - განაცხადა ვანჰაზებრუკმა.
"წაგებას არ ვიმსახურებდით. ჩაკვეტაძეს არასოდეს უუხეშია და მისი გაძევება არასამართლიანია. არ უნდა დავმარცხებულიყავით, ეს სასიამოვნო არ არის", - აღნიშნა კუმსმა.
"წაგებას არ ვიმსახურებდით. ჩაკვეტაძეს არასოდეს უუხეშია და მისი გაძევება არასამართლიანია. არ უნდა დავმარცხებულიყავით, ეს სასიამოვნო არ არის", - აღნიშნა კუმსმა.