დისკვალიფიკაცია და ჯარიმა ჩაკვეტაძეს? - "გენტი" აპროტესტებს

AutoSharing Option
Nieuwsblad-ის ცნობით, ბელგიის ჩემპიონატზე „ანტვერპენთან“ გაძევებული „გენტის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე შეიძლება ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ.

ბელგიის ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო საბჭოს ხელმძღვანელმა აღიარა, რომ ჩაკვეტაძეს მეტოქე გუნდის მოთამაშის, პეტერ გერკენსის მიმართ განზრახ არ უუხეშია, მაგრამ ძალიან სახიფათოდ იმოქმედა, შეეძლო კოჭ-წვივის მძიმე ტრავმა მიეყენებინა და ამიტომ ქართველის ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯას მოითხოვს, რასაც „გენტი“ არ ეთანხმება. Hln-ის მტკიცებით, ამას გარდა, შესაძლებელია ჩაკვეტაძე 2 ათასი ევროთი დააჯარიმონ.

თუ გიორგის ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, 17 ოქტომბერს „ეუპენთან“ და 24 ოქტომბერს „გენკთან“ ვერ ითამაშებს.

ასევე ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
„ზულტე ვარეგემის“ კამერუნელ ლეგიონერ ფრენკი ბოიას, რომელსაც „სერენის“ თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძესთან უხეშობისთვის 74-ე წუთზე დაატოვებინეს მოედანი. ამ შემთხევაშიც არ ჰქონია განზრახ უხეშობას ადგილი, თუმცა შეიძლებოდა მიქაუტაძეს მძიმე ტრავმა მიეღო. არაა გამორიცხული, ბოია 1500 ევროთი დააჯარიმონ.

სადისციპლინო საბჭო გადაწყვეტილებებს უახლოეს სხდომაზე გამოიტანს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ნაკრების თამაშების მერეა ეგ 2 თამაში და ნაკრებში თუ კარგად ითამაშებს, პირიქით მალევე ეთამაშა გუნდში უკეთესი იქნებოდა ფსიქოლოგიურად... 2 მატჩი ზედმეტია, საწითლე შეიძლება იყო, მან ყველაზე უკეთ იცის არასაჭირო უხეში თამაში როგორ შეიძლება მოუბრუნდეს დაზარალებულს... ზედმეტად მონდომებული იყო, მარა არა უშავს დაბალანსდება მეტ თამაშთან ერთად
რა მაფიაა?
10:40 05-10-2021
1
ქართველისთვის რო ექნათ ხო იქნებოდა საწითლე ? ასე წითლის გატრაგედიება ხო არ დახვრიტეს ? ვის არ აქ წითელი მიღებული განზრახ არ იყო მარა არც მარტო საყვითლე და თან არაფერი აუცილებლობა ეგრე ხისტად ტამაშის იმ მომენტში
ნოდო
07:48 05-10-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული