ქვილითაია: - გულშემატკივართა მხარდაჭერითა და ჩვენი შრომისმოყვარეობით, წარმატება მალე დაბრუნდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შეკრებაზე გამომგზავრებამდე "აპოელის" ფორვარდი გიორგი ქვილითაია კლუბის წაგებათა სერიაზე კვიპროსულ Goal-ს ესაუბრა:

"რა თქმა უნდა, შედეგით იმედგაცრუებულნი ვართ. ყველა მართლაც ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლიათ იმისათვის, რომ "აპოელი" იქ დაბრუნდეს, სადაც მას ეკუთვნის. მჯერა, რომ გულშემატკივართა მხარდაჭერითა და ჩვენი შრომისმოყვარეობით, წარმატება მალე დაბრუნდება".

შეგახსენებთ, ქვილითაიამ თემურ ქეცბაიას "ანორთოსისის" კარი აიღო, თუმცა გუნდი მარცხისგან (1:2) ვერ იხსნა. საქართველოს ნაკრების შემტევს ერთხელ გიორგი ლორიამ არ გაატანინა.

"აპოელს" კვიპროსის ჩემპიონატის 5 შეხვედრაში მხოლოდ 3 ქულა აქვს, 18 ოქტომბერს კი "ახნასს" უმასპინძლებს. ქვილითაიას
გარდა, თორნიკე ოქრიაშვილიც სანაკრებო შეხვედრებისთვის ემზადება, მურთაზ დაუშვილი კი ამ ეტაპზე სანიოლის რჩეულებში არაა.

altქვილითაიამ ლორიას გაუტანა - ქეცბაიას "ანორთოსისმა" გაიმარჯვ

მკითხველის კომენტარები / 6 /
კი კაცო, აბარააა, შენ ცაში ბუზები ითვალე დაა, სოფელიც ასენდება
ლევან მაღლაკელიძე
21:59 05-10-2021
0
ვინ არის ქვილითაიაზე უკეთესი და არ ათამაშებენ ნაკრებში? რატომ ლანძღავთ ადამიანს ? რაც შეუძლია იმას აკეთებს აგერ ძმაო ბურთი და მოედანი და მიდით აარჩიეთ.
semi
15:22 05-10-2021
6

სიახლეები პოპულარული