"ვიმედოვნებ, "ჟორჟი" "მეცში" დაბრუნდება და ერთ "დიდ სტაფილოს" დაადებს..." - გამოხმაურება ქართველის ბრწყინვალე თამაშზე

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მე-10 ტურში "სერენმა" "ზულტე ვარეგემს" უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა. ხსენებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ 3 გოლის გატანა მოახერხა, რასაც ბელგიურ მედიაში სხვადასხვა გამოხმაურება მოჰყვა.

გთავაზობთ გულშემატკივრების ემოციებს:

"მოდით, ამ ორი შესანიშნავი ფეხბურთელით დავტკბეთ, რადგან მომდევნო წელს ისინი, დიდი ალბათობით, ჩვენთან აღარ იქნებიან. შესაბამისად, ვეღარ გაგვაბედნიერებენ თავიანთი თამაშით".

"დაბრუნდი "მეცში", გვჭირდები..."

"ის იჯარით ისევ "სერენში" დააბრუნეს. ამ დროს მგონია, რომ ჩვენებმა ბურთის გაჩერებაც კი არ იციან".

"ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ის "მეცთან" ერთად ვარჯიშობდა, თუმცა ფრანგულმა კლუბმა ლიგა
1-ში თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მისცა, რის გამოც უკან დაბრუნება მოუწიათ. შესაძლოა, კონტრაქტის გასვლის შემდეგ საერთოდაც დატოვოს "მეცი".

"და "მეცს" დან*რეული აქვს, რა საშინელი არჩევანია".

"მინდა მივულოცო გუნდსა და სამწვრთნელო შტაბს ეს შესანიშნავი შეხვედრა. სიღრმისეულად ვთამაშობდით და ასე განაგრძეთ. მიქაუტაძე უბრალოდ დიდებულია".

"ვიმედოვნებ, ჟორჟი "მეცში" დაბრუნდება და ერთ "დიდ სტაფილოს" დაადებს. ისინი ამას იმსახურებენ და ბევრი ადგილიც აქვთ".

"ის ახლა "მეცის" დონეზეა, ნიანეს ბევრად სჯობს... მაინტერესებს, რატომ გააკეთეს ეს არჩევანი".


მკითხველის კომენტარები / 5 /
ამ ბიჭს ყველა თვისება აქვს იმისათვის რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს. მე პირადად შოთა არველაძის შემდეგ, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ამაზე მაგარი თავდამსხმელი (შედეგიანი) არ მახსენდება. ჯანაშიაც ძალიან მაგარი იყო,თუმცა მას დისციპლინის პრობლემა ჰქონდა, რამაც საბოლოოდ დაასვა კიდეც დაღი მის კარიერას.
ქობულეთიდან
02:10 06-10-2021
0
ჟორჟი მეორე გერდ მიულერი იქნება მე ვატყობ! ფანტასტიკურად ირჩევს დასარტყმელ ადგილს. ამ მატჩში, ცოტა რომ გაემართლა, მას შეეძლო კიდევ 2–3 გოლი გაეტანა
ოთარი
13:48 05-10-2021
1

სიახლეები პოპულარული