"სახელმძღვანელო ქეცბაიასთვის" - "ანორთოსისი" 3 მცველით უკეთ თამაშობს

AutoSharing Option
კვიპროსული მედია "ანორთოსისის" უკანასკნელ შეხვედრას ეხმაურება და საინტერესო დასკვნასაც ვაწყდებით:

"აპოელთან" (2:1) გამარჯვებამ თემურ ქეცბაიას გუნდს არა მხოლოდ 3 ქულა მოუპოვა, არამედ სიმშვიდე, სიხარული შესძინა და ერთგვარი ფსიქოლოგიური დოპინგიც აღმოჩნდა.

"ანორთოსისმა" გაფანტა "შავი ღრუბლები", რომელიც "არისსა" და "გენტთან" უღიმღამო მატჩებს უკავშირდებოდა.

კოსტას არტიმატასი (კვლავ) მატჩის გმირი იყო. გუნდის ლიდერმა  გველი ხვრელიდან კიდევ ერთხელ ამოიყვანა - პირველად კარიერაში დუბლი შეასრულა, ხოლო ოთხი გოლი ერთ სეზონში მისი პირადი რეკორდული მაჩვენებელია.

რჩეულთა რიგში გიორგი ლორიაც მოხვდა. ქართველმა მეკარემ ასაფ ჯურის მშვენიერი დარტყმა მოიგერია.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კვიპროსის თასის მფლობელები 3-5-2 განლაგებაში უკეთესად ასპარეზობენ. უკანასკნელი სამი შეხვედრა თემურ ქეცბაიასთვის სახელმძღვანელოდ უნდა გამოდგეს. როცა გუნდმა თამაში 4 მცველით დაიწყო, არაფერი გამოსდიოდა, შემდეგ კი ქართველმა სპეციალისტმა სათამაშო სქემა შეცვალა და ფამაგუსტელები ბევრად უკეთ გამოიყურებოდნენ.

ქეცბაიას გუნდს დატვირთული პერიოდი ელის - 17 ოქტომბერს "ანორთოსისი" "აელს" ესტუმრება, 5 დღის შემდეგ კი "ფლორას" უმასპინძლებს, რასაც "აეკსა" და "ომონიასთან" მატჩები მოჰყვება."

მომზადებულია Philenews-ის მიხედვით

altქვილითაია: - გულშემატკივართა მხარდაჭერითა და ჩვენი შრომისმოყვარეობით, წარმატება მალე დაბრუნდება

altქვილითაიამ ლორიას გაუტანა - ქეცბაიას "ანორთოსისმა" გაიმარჯვა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული