"აპოელთან" (2:1) გამარჯვებამ თემურ ქეცბაიას გუნდს არა მხოლოდ 3 ქულა მოუპოვა, არამედ სიმშვიდე, სიხარული შესძინა და ერთგვარი ფსიქოლოგიური დოპინგიც აღმოჩნდა.
"ანორთოსისმა" გაფანტა "შავი ღრუბლები", რომელიც "არისსა" და "გენტთან" უღიმღამო მატჩებს უკავშირდებოდა.
კოსტას არტიმატასი (კვლავ) მატჩის გმირი იყო. გუნდის ლიდერმა გველი ხვრელიდან კიდევ ერთხელ ამოიყვანა - პირველად კარიერაში დუბლი შეასრულა, ხოლო ოთხი გოლი ერთ სეზონში მისი პირადი რეკორდული მაჩვენებელია.
რჩეულთა რიგში გიორგი ლორიაც მოხვდა. ქართველმა მეკარემ ასაფ ჯურის მშვენიერი დარტყმა მოიგერია.
ქეცბაიას გუნდს დატვირთული პერიოდი ელის - 17 ოქტომბერს "ანორთოსისი" "აელს" ესტუმრება, 5 დღის შემდეგ კი "ფლორას" უმასპინძლებს, რასაც "აეკსა" და "ომონიასთან" მატჩები მოჰყვება."
მომზადებულია Philenews-ის მიხედვით
ქვილითაია: - გულშემატკივართა მხარდაჭერითა და ჩვენი შრომისმოყვარეობით, წარმატება მალე დაბრუნდება
ქვილითაიამ ლორიას გაუტანა - ქეცბაიას "ანორთოსისმა" გაიმარჯვა