"რატომ არ მიჰყიდეს "აიაქსს"? ხომ იყო კონკრეტული წინადადება..." - საფეხბურთო აგენტი ალაპარაკდა...

AutoSharing Option
საფეხბურთო აგენტმა თემურ ღურწკაიამ "იუთუბის" არხ "კომენტ შოუში" განაცხადა, რომ "რუბინმა" შეცდომა დაუშვა, როდესაც ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია "აიაქსს" არ მიჰყიდა:

- ხვიჩა არავის მიჰყავს. მისი ფასი გეგმაზომიერად ეცემა. ისინი 20 მილიონ ევროს ითხოვდნენ, ვინაიდან გაზაფხულზე ბრწყინავდა. მაშინ ყველანი ყვიროდნენ, რომ ნებისმიერი ინგლისური კლუბი შეიძენდა, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი 30-40 მილიონს მარცხნივ და მარჯვნივ ისვრიან, მაგრამ ფაქტია, არავინ აიყვანა. ახლა ის ცუდად თამაშობს. მხოლოდ თუ მაგრად ითამაშებს და საქართველოს ნაკრებში რაიმე სასწაულს მოახდენს, ფასის ვარდნა შეჩერდება. ამჟამად მასში 10-12 მილიონზე მეტს
არავინ მისცემს.

- რატომ არ მიჰყიდეს "აიაქსს"? ხომ იყო კონკრეტული წინადადება: ისინი 12 მილიონს იხდიდნენ, პლუს 20%-ს შემდეგი გაყიდვიდან...
- მაისში კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგაში ბრწყინავდა. შემდეგ ნაკრებში ჩატარებულმა მისმა მატჩებმა ყველა აღაფრთოვანა - ესპანეთსა და საბერძნეთს გაუტანა. აი, "რუბინში" მოიფიქრეს, რომ 20 მილიონი ღირს. ვიღაცამ დაარწმუნა, 12 მილიონად არ დაეთმოთ. მალე გამოჩნდება ინგლისი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაიღვიძებს და მათ ფულით ამოავსებსო. თუმცა, ეს არ მოხდა.

ცნობისათვის, ადრე ღურწკაია ამტკიცებდა, რომ მალე ხვიჩას ფასი 25 მილიონი იქნებოდა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ცოტა ხანი შეეშვით ამ ბიჭრს რა გჭირთ რა გემართებათ? ხო დამტკიცდა რო სისულელეები იწერებოდა სად აღარ გადაიყვანეთ!!! სულ რამოდენიმე თვე შეეშვით რაააა
vazha
10 ოქტომბერი 2021 11:19
1
mafiozebis xelshia xviha.
ბაჯო
06 ოქტომბერი 2021 22:33
1
ხვიჩა!!! დაუჯერე მხოლოდ მამას... ჟურნალისტები უმრავლესობა ჭორიკანაა...
tngh
06 ოქტომბერი 2021 16:01
4
ხვიჩა ბიძიკო, ყურადღებას ნუ აქცევ ამ უაზრო სტატიებს და თუ მამაშენის შვილი ხარ და მისნაირი შრომისმოყვარე, შენი თავდაბლობით და დაუღალავი შრომით ყველაფერს მიაღწევ. იყავი თვითკრიტიკული და ობიექტურად შეაფასე შენი მიმდინარე მდგომარეობა. სადაც და რაშიც მოსამატებელი გაქვს იმუშავე, ყველაფერი კარგად იქნება. ნერვებს და ემოციებს ნე აჰყვები. შენს მონდომებაზეა ყველაფერი დამოკიდებული. ჩავარდნა ვის არ ჰქონია, ყველას ძალიან გვაქვს შენი იმედი. P.S. მიდი უმცროსო "კვარა", არ დაგავიწყდეს ვისი გორისა ხარ!!!
G.A.L.
06 ოქტომბერი 2021 14:17
2
რა უნდოდა აიაქსში რუსეთი არ ჯობია? უუუხ გენაცვალეთ შიგ კრემლში!
ვენეციის კომისია
06 ოქტომბერი 2021 11:36
11
შენ გადაიყვანე უკეთეს გუნდში ... და ნუ ურევთ ყველაფერს პოლიტიკაში ქაჯებივით... კრემლი არ იხვის ტოლმა კიდე...
ალიურაა
06 ოქტომბერი 2021 14:04
5
ვერაფრით ვერ გავიგე, რატომ არ იწვევს transfermarkt.com ამ ღურწკაიას თავისთან სამუშაოდ!
N
06 ოქტომბერი 2021 01:07
2
ეგ მართალიც რომ იყოს უკეთესიც არის, იქნებ უფრო ადვილად დააღწიოს თავი ამ ჭაობს და მერე ხვიჩას ვერავინ გააჩერებს, ევროპა მისი სახლი გახდება
გურჯი
06 ოქტომბერი 2021 00:19
9
"ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ.". მათეს სახარება (7-6).


როგორც თვალმარგალიტი არ უნდა დაუფინო ღორებს ისე არ უნდა გააკარო ქართველი ტალანტი რუსეთს, და მისი იქ ჩამყვანი ამ მცნებას არღვევს. რუსტემ საიმანოვი როცა იძახდა ხვიჩა ჩვენი ბრილიანტიაო არსად არ გავუშვებთო, აი ეს ქრისტეს სიტყვები უნდა გეთქვათ მისთვის მაშინ.
ქართველი.+
06 ოქტომბერი 2021 00:18
6
Bolos ise izamen ro am bichs rubinshi datoveben sul da yvelanair karieras gaufucheben.miecit ahansi waiyvanon iqedan ki aumagldeba kvalifikacia da tanxac.
Jarisqali
06 ოქტომბერი 2021 00:07
1
დაანებეთ რა ამ ბიჭს თავი ეგ ყველაზე მაგარი ფეხბურთელია მისი სტილი ხდის ფეხბურთს ნახვადს და არაა გაუთავებელი უაზრო პასები. ერ ხვიჩა მოზარდია და დარწნუნებული ვარ ბევრად უკეთესი იქნება , ამას ნახავს ყველა.
ჰერა
05 ოქტომბერი 2021 20:24
1

სიახლეები პოპულარული