"რატომ არ მიჰყიდეს "აიაქსს"? ხომ იყო კონკრეტული წინადადება..." - საფეხბურთო აგენტი ალაპარაკდა...

AutoSharing Option
საფეხბურთო აგენტმა თემურ ღურწკაიამ "იუთუბის" არხ "კომენტ შოუში" განაცხადა, რომ "რუბინმა" შეცდომა დაუშვა, როდესაც ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია "აიაქსს" არ მიჰყიდა:

- ხვიჩა არავის მიჰყავს. მისი ფასი გეგმაზომიერად ეცემა. ისინი 20 მილიონ ევროს ითხოვდნენ, ვინაიდან გაზაფხულზე ბრწყინავდა. მაშინ ყველანი ყვიროდნენ, რომ ნებისმიერი ინგლისური კლუბი შეიძენდა, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი 30-40 მილიონს მარცხნივ და მარჯვნივ ისვრიან, მაგრამ ფაქტია, არავინ აიყვანა. ახლა ის ცუდად თამაშობს. მხოლოდ თუ მაგრად ითამაშებს და საქართველოს ნაკრებში რაიმე სასწაულს მოახდენს, ფასის ვარდნა შეჩერდება. ამჟამად მასში 10-12 მილიონზე მეტს
არავინ მისცემს.

- რატომ არ მიჰყიდეს "აიაქსს"? ხომ იყო კონკრეტული წინადადება: ისინი 12 მილიონს იხდიდნენ, პლუს 20%-ს შემდეგი გაყიდვიდან...
- მაისში კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგაში ბრწყინავდა. შემდეგ ნაკრებში ჩატარებულმა მისმა მატჩებმა ყველა აღაფრთოვანა - ესპანეთსა და საბერძნეთს გაუტანა. აი, "რუბინში" მოიფიქრეს, რომ 20 მილიონი ღირს. ვიღაცამ დაარწმუნა, 12 მილიონად არ დაეთმოთ. მალე გამოჩნდება ინგლისი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაიღვიძებს და მათ ფულით ამოავსებსო. თუმცა, ეს არ მოხდა.

ცნობისათვის, ადრე ღურწკაია ამტკიცებდა, რომ მალე ხვიჩას ფასი 25 მილიონი იქნებოდა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ცოტა ხანი შეეშვით ამ ბიჭრს რა გჭირთ რა გემართებათ? ხო დამტკიცდა რო სისულელეები იწერებოდა სად აღარ გადაიყვანეთ!!! სულ რამოდენიმე თვე შეეშვით რაააა
vazha
11:19 10-10-2021
1
mafiozebis xelshia xviha.
ბაჯო
22:33 06-10-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული