მამარდაშვილის მთავარი კონკურენტი "ვალენსიას" მალე დატოვებს?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მთავარი კონკურენტი "ვალენსიაში" იასპერ სილესენი შეიძლება "აიაქსში" დაბრუნდეს, რომლის ღირსებასაც 2016 წლამდე იცავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას todofichajes-ი ავრცელებს.

საქმე ისაა, რომ ნაახალწლევს "აიაქსის" გოლკიპერი ანდრე ონანა "ინტერში" გადავა და ამსტერდამული კლუბი მის შემცვლელს ეძებს.

თურქული sampiy10-ის ცნობით, "აიაქსი" მოლაპარაკებას აწარმოებს სილესენთან და "ფენერბახჩეს" 23 წლის მეკარე ალთაი ბაიინდირიმთან, რომელსაც უკანასკნელ ხანს სისტემატურად იძახებენ ნაკრებში. მისი ტრანსფერის განხორციელება ამსტერდამული კლუბის სპორტულ დირექტორ მარკ ოვერმარსს სურს. ალთაის 14 მილიონ ფუნტად შეძენას "ნიუკასლი" ცდილობს, მაგრამ brightonandhoveindependent-ის მტკიცებით, "ფენერი"
ტრანსფერში მეტს მოითხოვს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვალენსიაშია და ვალენსიაში რანაირად აბრუნებთ?
Dato
20:53 06-10-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული