"ოქრიაშვილი ხასიათის ფეხბურთელია, "მოედანზე ისევ "ვეძებთ" - კვიპროსული მედია ქართველზე

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზის დროს კვიპროსული მედია საკუთარი ჩემპიონატის განვლილ მატჩებს განიხილავს, თორნიკე ოქრიაშვილისა და "აპოელის" მდგომარეობით კი გაკვირვებას გამოხატავს.

Kerkida წერს:

"გასულ ზაფხულს თორნიკე ოქრიაშვილის "აპოელში" ტრანსფერმა დიდი ინტერესი გამოიწვია.

ნიქოზიის კლუბმა  მოიგო "ბრძოლა", რომელიც 3 ქართველი ფეხბურთელის შეძენას უკავშირდებოდა და ამით გამოწვეული მღელვარება უზარმაზარი იყო.

ვინ ელოდა, რომ ოქტომბერი მოვიდა და ოქრიაშვილი მოედანზე ისევ "იძებნება".

ცვლილებები (იძულებითი) "პაფოსთან" და "ოლიმპიაკოსთან", მარცხიანი 90 წუთი "აპოლონთან", დაუსაბუთებელი წითელი "პაეკთან"...

ფეხბურთელი, რომელმაც კარგად იცის კვიპროსული ფეხბურთი, რომელსაც აქტიური საერთაშორისო კარიერა აქვს, ასე რატომ
უნდა თამაშობდეს?

"აპოელი" 29 წლის შემტევს მხარს უჭერს და ადაპტირებისთვის დიდ დროს აძლევს. ისინი ელიან, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ თორნიკე გუნდისთვის დიდი იარაღი იქნება. ოქრიაშვილი და ქვილითაია (დაუშვილი გამოძახებული არაა) ახლა საბერძნეთთან დაპირისპირებისთვის ემზადებიან."

Photathlima:

"ოქრიაშვილზე ამბობენ, რომ ის ხასიათის ფეხბურთელია და თუკი 1-2 შეხვედრას კარგად ჩაატარებს, შემდეგ წამყვანი ფიგურა ხდება. ჯერჯერობით კი ეს არ მომხდარა."

"აპოელს" მხოლოდ 3 ქულა აქვს და სანაკრებო პაუზის შემდეგ "ახნასს" უმასპინძლებს.

alt"ჟორჟი" სკამზე, ოქრი და ზურიკო სასტარტოში - უკრაინული მედია "ჯვაროსნების" მოახლოებულ მატჩზე

altოქრიაშვილი მოლოდინებს ვერ ამართლებს, ქვილითაია კი ქეცბაიას გუნდს შეუტევს - კვიპროსული მედია


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული