დღეს, 8 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ანტვერპენთან" გაძევებული გიორგი ჩაკვეტაძე 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, თუმცა რამდენიმე წუთის წინ "გენტის" "ფეისბუქის" გვერდმა ჩვენთვის სასიხარულო ინფორმაცია გადმოგვცა.
გიორგი ჩაკვეტაძე 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება.
აქედან გამომდინარე, ჩვენებური ბელგიის ჩენპიონატის მე-11 ტურის შეხვედრას "ეურენის" წინააღმდეგ გამოტოვებს, "გენკის" პირისპირ კი მოედანზე დაბრუნება უკვე შეეძლება. ხსენებული მატჩი 24 ოქტომბერსაა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, კლუბში დაბრუნებამდე გიორგი და საქართველოს ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის 2 შეხვედრას საბერძნეთთან (9 ოქტომბერი) და კოსოვოსთან (12 ოქტომბერი) გამართავს.