საქართველოს ნაკრების მორიგი უსახური მატჩი და მორიგი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირზე საკუთარ მოედანზე საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა.

სექტემბრის წარუმატებელი სერიის შემდეგ „ჯვაროსნების“ მწვრთნელი ვილი სანიოლი ოქტომბერში თამაშის ხარისხის გამოსწორებას დაგვპირდა, ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაუბრუნდა, მხოლოდ კაშია და კიტეიშვილი აკლდა და ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა. სამწუხაროდ, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდა და ჩვენმა გუნდმა ფაქტიურად საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა.

დებიუტში საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაეუფლა, ბერძნები კი სწრაფი და სახიფათო კონტრშეტევებით გვპასუხობდნენ და პავლიდისმა გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. 22-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებული ცაველასმა
დაარტყა და ლორიამ გადაგვარჩინა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძის დარტყმული მეკარე ვლახომიდოსმა მოიგერია. მეტოქე კარგად კეტავდა ზონებს, საქართველოს ნაკრები მწვავე შეტევებს ვერ ახერხებდა, მიქაუტაძე კი თამაშიდან გამოთიშული იყო. მე-40 წუთზე მასურასს ლორიამ არ დაანება გატანა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა და სანიოლმა ორმაგი ცვლილება განახორციელა - ჩაკვეტაძისა და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე გვილია და ოქრიაშვილი შეუშვა. უპირატესობას კი სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ მომენტი არც ერთ კართან არ იქმნებოდა, ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 90-ე წუთზე მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ დაასკვნა, რომ გიორბელიძემ საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა, პენალტი დანიშნა, რომელიც ბაკასეტასმა გამოიყენა, ბოლოს კაკაბაძის შეცდომით პელიკასმა ისარგებლა და მორიგი მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს სტუმრად კოსოვოსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - საბერძნეთი 0:2
გოლები: 0:1 ბაკასეტასი (90, პენ), 0:2 პელიკასი (90+5)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (დავითაშვილი 90), ლობჟანიძე (ქვილითაია 90), ჩაკვეტაძე (გვილია 60), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ოქრიაშვილი 60)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ცაველისი, მავროპანოსი, ჰაციდიაკოსი, ციმიკასი, ბუხალაკისი, სიოპისი, ანდრუცოსი, პავლიდისი (პელიკასი 46), მასურასი (ციოლისი 78), ბაკასეტასი

მკითხველის კომენტარები / 170 /
კაკაბაძემ საბერძნეთში ხომ "დაგვასაჩუქრა" საკუთარ კარში გოლის გატანით, აგერ დღეს არანაკლები საჩუქარი გაუკეთა სტუმრებს.არც კი ვიცი რა ვთქვა.ვაისს კრიტიკის ქარცეცხლში ვატარებდით და ფაქტია, მის ხელში ნაკრები ასეთი უსიცოცხლო და ასეთი საცოდავი არ იყო.
თომა
09 ოქტომბერი 2021 22:17
1
ყველა უმისამართოდ მოგერიებული ბურთი ბერძნებმა მიიღეს. ჩვენების ყველა წინ მიცემული პასი ან არაზუსტი იყო, ან მალევე დაიკარგა. არც ერთი გადაბული 3-4 პასი წინ არ ყოფილა. მიქაუტაძეს მხოლოდ ერთი პასი მისცეს 1 საათის გამნმავლობაში! წიტაიშვილი ამ თამაშს ვერ მოიგებდა, მაგრამ მონდომებული მაინც არის და აუცილებლად უნდა ეთამაშებინა სანიოლს. 30 წელს გადაცილებული ყველა გასაშვებია. ახალგაზდებს შეიძლება ოდესმე რამე ეშველოთ, თუ სირბილს მოსთხოვს მწვრთნელი. კვირაში 100 კილომეტრი უნდა ირბინონ, თუ არადა სახლებში წავიდნენ. კვარაცხელიას აგენტებმა აშენება მოინდომეს და ამ სიხარბით დაღუპავენ ამ ბიჭს რუსეთში. 1 მილიონსაც კი თუ ვინმე გადაიხდის ჯვარაში და ძირითადში დააყენებს 'ა' ლიგის გუნდში, დაუფიქრებლად უნდა გაიქცეს. სანიოლი ამათგან გუნდს ვერ დააყენებს, ამათ მათრახიანი ზედამხედველი სჭირდებათ.
გიორგი
09 ოქტომბერი 2021 22:16
1
რა სპეკტაკლი და უნამუსოები არიან,არც პატრიოტიზმი აქვთ არც მონდომება, ფედერაცია უნდა გადადგეს მთლიანად. ვისაც ნაკრებში თამაში არ უნდა წავიდეს ნაკრებიდან ვინც ითამაშებს ათამაშეთ ისინი, უპატრონოა ქართული ფეხბურთი, არაფერი ეშველება, აწი მაგათ თამაშზე ვენოკებით მივიდეთ და თან მიწაც მივაყაროთ.
დათო
09 ოქტომბერი 2021 22:16
4
თავს ზემოთ ძალა არ არის
Skorpion07
09 ოქტომბერი 2021 22:16
1
Kვარსცხელია და 4აკვეტაზე როდის გადადიან Bარსელონაჰი
Zaza
09 ოქტომბერი 2021 22:15
5
ახლა გაგახსენდათ რომ არ არიან ბარსელონას დონის? აქამდე კი აიკელით ყველაფერი ბაქი-ბუქით..
odala
09 ოქტომბერი 2021 23:15
1
გულის ამრევი თამაში. ფეხბურთელი რომ ბურთს ვერ აჩერებს და 5 გადაცემიდან ერთსაც რომ ვერ აწვდის მისამართით რა მწვრთნელი უშველის ასეთ გუნდს? თითქმის ყველა ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატის დონისაა. თავდამსხმელს რომ ერთხელ დასარტყმელ პოზიციაზე ვერ გაიყვან რა მოგებაზეა საუბარი?
ჟორა გაბრიჭიძე
09 ოქტომბერი 2021 22:15
1
კიდევ ერთი მორიგი სვარკის ყურება @ სადაა ტაქტიკა სადაა პრესინგი სადაა მოძრაობა ზონების ჩაკეტვა (ამ ყველაფერს ბერძნები კი არა სან მარინოც კი ჩვენზე უკეთ აკეთებს უკვე @) მოედნის ყველა მონაკვეთზე ბერძნები რიცხოვრივ უპირატესობას ქმნიდნენ ახრჩობდნენ ჩვენებს ყველგან ! და ამიტომაც ორთაბრძილების კი არა სამ-ოთხთა ბრძოლების(ერთი ქართველი და 2-3-4 ბერძენი) 99 % წავაგეთ ! რატომ არ იყო წიტაიშვილი წინა თამაშზე რომ დააწიოკა მცველები თავის ფლანგზე და ყველაზე აქტიური იყო ! ან კვეკვესკირს რას ერჩის ეს იდიოტი ? ან დავითაშვილს ? ხედავ ხოო არ გამოსდით თამაში შეცვალე რაა დროზეეეეეეეეე @@@@ სანიოლი უნდა წავიდეს ! უნდა გადაშენდეეს !!! არაფერი მწვრთნელი ეგ არაა @ სად შოულობენ ამ ხელმოცარულ იდიოტებს ? რაღა ყველა ჩვენთან მოდის ?? სანიოლზე გაცილებით უკეძთ ათამაშებდნენ ნაკრებს ქართველი მწვრთნელები ან გეგუჩაძე ცეცაძე ან ცხადაძე ან არველაძე ან სხვა !
ზურა222
09 ოქტომბერი 2021 22:14
0
პატივცემულო ჟურნალისტებო მოიწვიეთ ეს ფეხბურთელები სტუდიაში და უთხარით თუ რატომ არიან ასე უვარგისები,რატომ აქ აქვთ მოტივაცია? თუ არ უნდათ თამაში ავიდნენ მთაწმინდაზე და .....,
123
09 ოქტომბერი 2021 22:14
2
კვარაცხელია..ჩაკვეტაძე..მაგრები ხართ ხანდახან..ტოპ კლუბებშიც გადაყავხართ ხანდახან მარა მერე..ნუ წერთ ამათზე საერთოდ ჟურნალისტებო..
იკა
09 ოქტომბერი 2021 22:12
4
წერეთ ეხლა მეგრულად ქება-დიდება! "როტორს" არ უნდა გააცილო ჩვენი "ოქროს ბიჭები".
წევა
09 ოქტომბერი 2021 22:30
3
რადიოშიც ყოფილა რეპორტაჟი და იქ რომ გვესმინა სჯობდა. მეტს ვერაფერს ვიტყვი ამ უვარგისებზე
დავით67
09 ოქტომბერი 2021 22:12
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული