საქართველოს ნაკრების მორიგი უსახური მატჩი და მორიგი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირზე საკუთარ მოედანზე საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა.

სექტემბრის წარუმატებელი სერიის შემდეგ „ჯვაროსნების“ მწვრთნელი ვილი სანიოლი ოქტომბერში თამაშის ხარისხის გამოსწორებას დაგვპირდა, ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაუბრუნდა, მხოლოდ კაშია და კიტეიშვილი აკლდა და ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა. სამწუხაროდ, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდა და ჩვენმა გუნდმა ფაქტიურად საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა.

დებიუტში საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაეუფლა, ბერძნები კი სწრაფი და სახიფათო კონტრშეტევებით გვპასუხობდნენ და პავლიდისმა გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. 22-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებული ცაველასმა
დაარტყა და ლორიამ გადაგვარჩინა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძის დარტყმული მეკარე ვლახომიდოსმა მოიგერია. მეტოქე კარგად კეტავდა ზონებს, საქართველოს ნაკრები მწვავე შეტევებს ვერ ახერხებდა, მიქაუტაძე კი თამაშიდან გამოთიშული იყო. მე-40 წუთზე მასურასს ლორიამ არ დაანება გატანა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა და სანიოლმა ორმაგი ცვლილება განახორციელა - ჩაკვეტაძისა და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე გვილია და ოქრიაშვილი შეუშვა. უპირატესობას კი სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ მომენტი არც ერთ კართან არ იქმნებოდა, ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 90-ე წუთზე მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ დაასკვნა, რომ გიორბელიძემ საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა, პენალტი დანიშნა, რომელიც ბაკასეტასმა გამოიყენა, ბოლოს კაკაბაძის შეცდომით პელიკასმა ისარგებლა და მორიგი მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს სტუმრად კოსოვოსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - საბერძნეთი 0:2
გოლები: 0:1 ბაკასეტასი (90, პენ), 0:2 პელიკასი (90+5)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (დავითაშვილი 90), ლობჟანიძე (ქვილითაია 90), ჩაკვეტაძე (გვილია 60), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ოქრიაშვილი 60)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ცაველისი, მავროპანოსი, ჰაციდიაკოსი, ციმიკასი, ბუხალაკისი, სიოპისი, ანდრუცოსი, პავლიდისი (პელიკასი 46), მასურასი (ციოლისი 78), ბაკასეტასი

მკითხველის კომენტარები / 170 /
მაგარი უსისხლო და უჯიგრო ნაკრები გვყავს, ეგეთი უსირცხვილოები როგორ ხართ ვერ ვხვდები, ეს არ ეხება კანკავას, რომელიც ყოველთვის სულს და გულს დებს თამაშში. სანიოლი არ არის ის ტრენერი რომელიც გვჭირდება. ვერ შეცვალა სურათი თამაშის მეორე ტაიმში. ამ ეტაპზე არანაირად არ გვჭირდება უცხოელი ტრენერი ჩემი აზრით. წიტაიშვილს რას ერჩის ვერ ვხვდები, რატომ არ შემოიყვანა მეორე ტაიმში. გაუშვით სახლში სანიოლი და მოეშვით უაზროდ ამ ფულის ყრას. ამ დონეზე ნაკრებს ყველა ქართველი ტრენერი ათამაშებს.
Anti
09 ოქტომბერი 2021 22:11
1
ამ დონეზე მწვრთნელიც არა საჭირო მგონი))
georgian
09 ოქტომბერი 2021 23:08
0
კიდევ ერთი სამარცხვინო თამაში. რატომ არ გამოიყვანა წიტაიშვილი, რომელიც აშკარად გამორჩეული იყო წინა თამაშებში. ჯარიმებსაც კარგად ურტყამს, ფიზიკურადაც ძლიერია და ორთაბრძოლებსაც იგებს. მე ვერ გავიგე სანიოლის "ფილოსოფია". სადღაც 60-65 წთ-ზე მაინც უნდა გააკეთო ცვლილება(ბი), თან აზრიანი, რომ რაღაც შედეგი მოყვეს.რა დავაშავეთ ასეთი, ღმერთო დიდებულო გადმოგვხედე, გვიშველე!!!
სოსო
09 ოქტომბერი 2021 22:11
2
100% ! მეც თუთქმის იგივე დავწერე ზემოთ ! არაფერი მწვრთნელი არაა სანიოლი !
ზურა222
09 ოქტომბერი 2021 22:16
1
სამწუხაროდ ამ ნაკრებს არაფრის თავი არ აქვს გინდა ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშოს გინდა არაოპტიმაკურით ვინც გინდა ის დაუნიშნე საქართველოს ნაკრებს არაფერს არ აქვს აზრი.
გიო
09 ოქტომბერი 2021 22:11
1
მხოლოდ ეს მადგას ეხლა ენაზე, ეს გახლავთ იმპოტენტი ნაკრები.
ზაალი
09 ოქტომბერი 2021 22:10
2
ყველაფერი აბსოლიტურად ლოგიკურია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ნული, ნაკრების მწვრთნელი ნული, ნაკრების ფეხბურთელები ნული. მთელი შეხვედრის განმავლობაში არც ერთი, ვიმეორებ არც ერთი გააზრებული გუნდური კომბინაცია. უხეში შეცდომები ნახევარდაცვაში, დაცვაში, მეკარის შეცდომები, ჰოდა 0:2 აბსოლიტურად ლოგიკური შედეგია, ბერნძებს მანამდეც უნდა გაეტანათ, თან არაერთი. ამას თუ მომავალი ციკლისთვის მზადება ქვია... ალბათ უბრალოდ დაგვცინიან, მასხრად გვიგვდებენ მთელ ერს. კობიაშვილი თვითონ არ წავა და წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვიცილოთ ეს უცოდინარი და მისი საძმაკაცო ბანდა. არც კალაძეა მისი გამშვები და ხელში შეგვრჩა აქოთებული ქართული ფეხბურთი.
პ.ს. მაყურებლის არ შეშვებაზე, ისეთ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ხალხი ფეხბურთსაც დიდი სიამოვნებით აკრძალავდნენ რომ შეეძლოთ.
ირაკლი
09 ოქტომბერი 2021 22:10
1
ტფუუ! საბანძეთი! მალადეც! ეხლა არ დაიწყოთ ის კაი იყო ის ცუდიო, ერთი ნაგავია სულ.
sergo
09 ოქტომბერი 2021 22:10
1
ვაი ჩვენი ცოდვა...
ფანი.
09 ოქტომბერი 2021 22:09
0
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ფრე ხელს გვაძლევდა და რა ხდება?რამე ახალი მეთოდია?შეიკრიბეთ მთელი გუნდი და ფედერაცია.ცალცალკე რომ ლაპარაკობს.გადაწყვიტეთ ფეხბურთს ათამაშებთ ამ ბიჭებს თუ გვამასხარავებთ.გაეშვით,დაუნიშნეთ ადგილობრივი მწვრთნელი დისციპლინისთვის.არავინ არ არის საჭირო. ვაისსზე უკეთესი არ უნდა მოგვეყვანა წესით,მისი შექმნილი რომ გაუმჯობესებინა?ეს რა სპექტაკლები დაგვიდგით?ასე როგორ შეიძლება
georgian
09 ოქტომბერი 2021 22:09
0
გიორბელიძემ თავზე მაღლა ხელი აწია და პენალი გაიჩალიჩა,მსაჯმა ვერ დაინახა და ალბათ თვითონ შეახსენა,რომ ვარი შეემოწმებინა! კაკაბაძემ შეგნებული პასი გააკეთა ბერძენზე! ვერ გვიგებდნენ და ძალით წააგეს!
ზურა
09 ოქტომბერი 2021 22:08
3
ეს ფეხბურთელები არანაირ გულშემატკივრობას არ იმსახურებენ!
ნესტორი
09 ოქტომბერი 2021 22:08
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული