საქართველოს ნაკრების მორიგი უსახური მატჩი და მორიგი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირზე საკუთარ მოედანზე საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა.

სექტემბრის წარუმატებელი სერიის შემდეგ „ჯვაროსნების“ მწვრთნელი ვილი სანიოლი ოქტომბერში თამაშის ხარისხის გამოსწორებას დაგვპირდა, ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაუბრუნდა, მხოლოდ კაშია და კიტეიშვილი აკლდა და ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა. სამწუხაროდ, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდა და ჩვენმა გუნდმა ფაქტიურად საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა.

დებიუტში საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაეუფლა, ბერძნები კი სწრაფი და სახიფათო კონტრშეტევებით გვპასუხობდნენ და პავლიდისმა გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. 22-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებული ცაველასმა
დაარტყა და ლორიამ გადაგვარჩინა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძის დარტყმული მეკარე ვლახომიდოსმა მოიგერია. მეტოქე კარგად კეტავდა ზონებს, საქართველოს ნაკრები მწვავე შეტევებს ვერ ახერხებდა, მიქაუტაძე კი თამაშიდან გამოთიშული იყო. მე-40 წუთზე მასურასს ლორიამ არ დაანება გატანა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა და სანიოლმა ორმაგი ცვლილება განახორციელა - ჩაკვეტაძისა და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე გვილია და ოქრიაშვილი შეუშვა. უპირატესობას კი სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ მომენტი არც ერთ კართან არ იქმნებოდა, ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 90-ე წუთზე მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ დაასკვნა, რომ გიორბელიძემ საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა, პენალტი დანიშნა, რომელიც ბაკასეტასმა გამოიყენა, ბოლოს კაკაბაძის შეცდომით პელიკასმა ისარგებლა და მორიგი მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს სტუმრად კოსოვოსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - საბერძნეთი 0:2
გოლები: 0:1 ბაკასეტასი (90, პენ), 0:2 პელიკასი (90+5)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (დავითაშვილი 90), ლობჟანიძე (ქვილითაია 90), ჩაკვეტაძე (გვილია 60), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ოქრიაშვილი 60)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ცაველისი, მავროპანოსი, ჰაციდიაკოსი, ციმიკასი, ბუხალაკისი, სიოპისი, ანდრუცოსი, პავლიდისი (პელიკასი 46), მასურასი (ციოლისი 78), ბაკასეტასი

მკითხველის კომენტარები / 170 /
სანიოლი მწვრთნელი არ არის. კარგად ხნის წინ სცადა მწვრთნელობა და არ გამოუვიდა. მერე აღარც უცდია და ახლა საქართველოს ნაკრებზე პროფესიაში ვარჯიშის საშუალება მისცა კობიაშვილმა. არც ერთი დამუშავებული კომბინაცია, არც სტრატეგია არც ტაქტიკა. ისიც კი არ იყო ცხადი პირველ ნომრად ვთამაშობდით თუ მეორედ. კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება მწვრთნელის ტაქტიკურ შეცდომებზე, მაგრამ ნერვები არ მაქვს. ამ ფეხბურთელებითაც კი შეიძლება უკეთესი გუნდის გაკეთება მაგრამ ამას მწვრთნელი ჭირდება და არა პრაქტიკანტი.

არტ
09 ოქტომბერი 2021 22:35
10
ეგ ესპანეთთან უკვე აშკარად გაცხადდა
: )))))))
09 ოქტომბერი 2021 23:14
2
აბა რა მოიყვანეთ ვაისი
ABCABC
09 ოქტომბერი 2021 22:41
2
ანუ, კობიაშვილის მოსვლის მერე თამაში არ მოგვიგია შესარჩევზე. გესმით ხალხო?
Რაგბის ფანი
09 ოქტომბერი 2021 22:32
8
და რომ მოგვეგო არ გაგიკვირდებოდათ???
???
09 ოქტომბერი 2021 22:51
4
ქეცბაია არ ვარგა ფეხბურთელებს აგინებდაო. ეხლა მთელი ქვეყანა რო მაგათ აგინებს არ ჯობდა მარტო ქეცბაიას ეგინებინა
გიგა
09 ოქტომბერი 2021 22:07
2
ნაკრები 0. მწვრთნელი 0.ჯიგარი 0.პასი 0. ამაზე უჯიგრო და სამარცხვინო ნაკრები არ მეგულება დედამიწაზე. 30 წელია არ მითქვია აუგი ნაკრებზე მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი
Endo
09 ოქტომბერი 2021 22:31
4
ყველაფერი აბსოლიტურად ლოგიკურია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ნული, ნაკრების მწვრთნელი ნული, ნაკრების ფეხბურთელები ნული. მთელი შეხვედრის განმავლობაში არც ერთი, ვიმეორებ არც ერთი გააზრებული გუნდური კომბინაცია. უხეში შეცდომები ნახევარდაცვაში, დაცვაში, მეკარის შეცდომები, ჰოდა 0:2 აბსოლიტურად ლოგიკური შედეგია, ბერნძებს მანამდეც უნდა გაეტანათ, თან არაერთი. ამას თუ მომავალი ციკლისთვის მზადება ქვია... ალბათ უბრალოდ დაგვცინიან, მასხრად გვიგვდებენ მთელ ერს. კობიაშვილი თვითონ არ წავა და წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოვიცილოთ ეს უცოდინარი და მისი საძმაკაცო ბანდა. არც კალაძეა მისი გამშვები და ხელში შეგვრჩა აქოთებული ქართული ფეხბურთი.
პ.ს. მაყურებლის არ შეშვებაზე, ისეთ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ხალხი ფეხბურთსაც დიდი სიამოვნებით აკრძალავდნენ რომ შეეძლოთ.
ირაკლი
09 ოქტომბერი 2021 22:10
1
დიდი მადლობა კომენტატორს! ამოვიდა ყელში ამათი ფერება!!! ბიჭები და ხო არ ტკივათ რამე? და ფსიქოლოგი ხომ არ უნდათ და იწილობიწილო!!! რაც უფრო მეტად მიახლით სიმართლეს პირში მით უფრო უკეთესი! გულშემატკივრის ხმა მაინც არ ისმის და ეს ჟურნალისტები მუდმივად თავზე ხელის გადასმია რეჯიმში იყავით , და ეხლა მადლობა დიდი!!!!
Vasili
10 ოქტომბერი 2021 00:35
1
ერთი ქულა 6 ტურში ესა კატასტროფული შედეგი თან აქამდე თუ იმას ვამბობდით რომ ოპტიმალური შემადგენლობით ვერ ვთამაშობთ ფეხბურთელები გვაკდებოდნენ ეს არ იყო დღეს ბოლო წლებში ყველაზე ოპტიმალური შემადგენლობა გყავდა რაც შეიძლებოდა მხოლოდ კიტეიშვილი და კვირკველია გვაკლდა.
კვარაცხელია ჩაკვეტაძე მიქაუტაძე ლობჟანიძე ყველა გულშემატკივარი 10 დან 9 ამ ბიჭებს ისურვებდა შეტევაში მაგრამ დღეს ეს თამაში იყო კატასტროფა ერთი რეალური მომენტიც კი ვერ შევქმენით მოწინაღმდეგემ გვაჯობა ყველაფერში ბავშურ შეცდომებს ვუშვებდით, გასაგებია რომ შეიძლება წააგო მაგრამ ხომ არსებობს რაღაცა სამშობლოს სიყვარული თავმოყვარეობა ღირსება როდემდე უნდა ვიყოთ ყველა ევროპული ნაკრებისთვის სასურველი მეტოქეები რაც შეეხება მწვრთნელს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი რომ ვაისი და ქეცბაია მომენატრებოდნენ დეჟავუ მაქვს კუპერის საქართველოს ნაკრებთან.
გურამო
09 ოქტომბერი 2021 22:34
2
რა ქვეყანაცაა, ისეთივეა ნაკრებიც.
ILIA
09 ოქტომბერი 2021 22:06
7
ვაისს გავეყარეთ და ვუის შევეყარეთ!
რა გვეშველება?
09 ოქტომბერი 2021 22:33
1
ქეცბაიამ უვარგისს ფეხბურთელებს, ფედერაციაც, ვეტერანებს სიმართლე რომ უთხრა შეიძულეს ამ უვარგისების ხროვამ
სტალინი
10 ოქტომბერი 2021 09:56
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული