საქართველოს ნაკრების მორიგი უსახური მატჩი და მორიგი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირზე საკუთარ მოედანზე საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა.

სექტემბრის წარუმატებელი სერიის შემდეგ „ჯვაროსნების“ მწვრთნელი ვილი სანიოლი ოქტომბერში თამაშის ხარისხის გამოსწორებას დაგვპირდა, ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაუბრუნდა, მხოლოდ კაშია და კიტეიშვილი აკლდა და ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა. სამწუხაროდ, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდა და ჩვენმა გუნდმა ფაქტიურად საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა.

დებიუტში საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაეუფლა, ბერძნები კი სწრაფი და სახიფათო კონტრშეტევებით გვპასუხობდნენ და პავლიდისმა გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. 22-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებული ცაველასმა
დაარტყა და ლორიამ გადაგვარჩინა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძის დარტყმული მეკარე ვლახომიდოსმა მოიგერია. მეტოქე კარგად კეტავდა ზონებს, საქართველოს ნაკრები მწვავე შეტევებს ვერ ახერხებდა, მიქაუტაძე კი თამაშიდან გამოთიშული იყო. მე-40 წუთზე მასურასს ლორიამ არ დაანება გატანა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა და სანიოლმა ორმაგი ცვლილება განახორციელა - ჩაკვეტაძისა და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე გვილია და ოქრიაშვილი შეუშვა. უპირატესობას კი სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ მომენტი არც ერთ კართან არ იქმნებოდა, ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 90-ე წუთზე მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ დაასკვნა, რომ გიორბელიძემ საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა, პენალტი დანიშნა, რომელიც ბაკასეტასმა გამოიყენა, ბოლოს კაკაბაძის შეცდომით პელიკასმა ისარგებლა და მორიგი მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს სტუმრად კოსოვოსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - საბერძნეთი 0:2
გოლები: 0:1 ბაკასეტასი (90, პენ), 0:2 პელიკასი (90+5)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (დავითაშვილი 90), ლობჟანიძე (ქვილითაია 90), ჩაკვეტაძე (გვილია 60), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ოქრიაშვილი 60)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ცაველისი, მავროპანოსი, ჰაციდიაკოსი, ციმიკასი, ბუხალაკისი, სიოპისი, ანდრუცოსი, პავლიდისი (პელიკასი 46), მასურასი (ციოლისი 78), ბაკასეტასი

მკითხველის კომენტარები / 170 /
ეს არის ჩემი ბოლო პოსტი ამ სახელით. სავარაუდოდ ოდესმე სხვა სახელით რამეს დავპოსტავ, მაგრამ ეხლა მგონია რომ აზრი აღარ აქვს. დღეს კომენტატორმა როგორც იქნა თქვა მოგვბეზრდაო! ეს ჩემი მიღწევაც მგონია. რაც შეეხება ნაკრებს, ამ ნაკრებში მხოლოდ ერთ კაცს შეუძლია გუნდის სათანადო დონეზე გაყვანა , ეს არის ჩაკვეტაძე გიორგი. ხვიჩას რაც შეეხება ტოპ ტალანტია მართლა, უბრალოდ პატარაა ჯერ, მენალურადაც და მეცოდება ამხელა წნეხის ქვეშ რომ მოექცა. მინდა ვუსურვო რომ ყველაფერი გამოუვიდეს, ძალიან მომწონს ხვიჩა, როგორც ადამიანი, როგორც ფეხბურთელი და გავაგრძელებ მის გულშემატკივრობას ცხადია :) წარმატებები მეგობარო, რამე თუ მართლა გაწყენინე შემთხვევით მაპატიე რა! უნიჭიერესი კაცი ხარ და მჯერა მომავალი ვარსკვლავი იქნები. ძალიან გგულშემატკივრობ :) ჩვენ ნაკრებში კი ჯერ პერსპექტივას ვერ ვხედავ, რადგან ფედერაცია მთლიანად გამოსაცვლელია, გამოსაცვლელია დინამო თბილისის მეთაურობა და ეროვნული ჩემპიონატის ყველა მაიმუნი, ვინც ფულს აკეთებს და ფეხებზე კიდია ქვეყანა. შემდეგ მთავარი მწვრთნელია საპოვნელი რუსი! დიახ რ უ ს ი !!! ზუსტად, არ მოგესმათ - რუსი! მაგალითად სიომინი. მგონია რომ მხოლოდ რუსები თუ დააყენებენ საქართველოს ნაკრებს, რადგან იციან ჩვენი მენტალიტეტი და არ დაუშვებენ რომ ხიზანიშვილი ყავდეთ ჭკუის მასწავლებელი, ან ვინმე სხვა. კომენტატორებს რაც შეეხება, რადგან ასე თქვა ამ კაცმა დღეს, ამ ერთს დავუშვებდი კოლექტივში და ყველა სხვას ახალს მოვიყვანდი სტუდიაში, რადგან უკომენტატოროდ პერსპექტივა ფეხბურთის განვითარების არის ნოლი. თუმცა იქნებ ის ჯობდეს ამ კომენტატორებს ჰქონდეთ ნორმალური ხელფასი და ზოგიერთი ოჯახი მაინც იყოს უზრუნველყოფილი, თორემ ჩვენ ფეხბურთის განვითარება ჯერ არ ჩანს მაინც. ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც ჩემ ნაწერებს კითხულობდა და ლაიქებს წერდა აქ ძალიან დიდი მადლობა :) ყველას ვინც ბოღმიანად და უნამუსოდ გამომლანძღა და იმედია ცილი მწამა კვარაცხელიას
"სულს უკლავდიო" ვპატიობ. მართლა იმედია ეგრე არ იყო. კარგად იყავით ყველა. წარმატებები კარგო ხალხო. წარმატებები სპორტალს, ოღონდ ნუ ბლოკავთ სიმართლეს და განსხვავებულ აზრს, დაბლოკეთ უწმაწურობები და უზრდელობა, ჭორები და მიზანიმამრთული სიბოროტე, ცილისწამება, თორემ განსხვავებული აზრი თუ უშველის ამ ქვეყანას. ხოდა სულ ბოლოს - ღვთისავარ იქნებ ცადო კომენტატორობა, რა იცი , იქნებ გამოვა რამე საინტერესო? ნაკლები სტატისტიკა და მეტი პირადი აზრი, იუმორი და წინასწარ კითხვა თამაშის. წარმატებები
გადასარევი გიორგი
09 ოქტომბერი 2021 22:25
10
გიორგი, გულის სიღრმეში მეც ასე ვფიქრობ. მარტო მენტალიტეტში არ არის საქმე. უნდა იყოს თანამედროვე ფეხბურთში გარკვეული და წესიერი ადამიანი. უნდა იყოს მომთხოვნი და ამავდროულად სამართლიანი (მაგალითად როგორც ივო შუშაკი).
ბუბნოვზე რას ფიქრობ? ხშირად ვუსმენ მის გამოსვლებს. აუდიო წიგნიც მაქვს მოსმენილი და ძალიან ბევრ სწორ რამეს ამბობს როგორც წარსულ ისე თანამედროვე ფეხბურთზე, თან საოცარ დეტალებში. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ექსცენტრიულია, ჩემთვის ამ კაცის ნაამბობი ნამდვილი აღმოჩენაა. და ბოლოს, რაც მთავარია - ქართველ ფეხბურთელებს ძალიან დიდ პატივს სცემს.
Maxo
09 ოქტომბერი 2021 23:01
1
ეხლა წოტაიშვოლი რატო არ ათამაშა? წინაზე ხვიჩა არ გვყავდაო, ჩაკვე ფორმაში არააო, "მიზეზ მიზეზ- დოშს მარილი აკლიაო", ჯიგარი აქვთ ამოჭრილი, სირცხვილია! და ვის ეკაიფებიან ეს მათხოვრები? დდდ.
ჯაბა
09 ოქტომბერი 2021 22:23
1
ფიზიკურად და მენტალურად არ არიან მზად.... მინიმალურ დონესაც ვერ აკმაყოფილებს 80% აღარ ვამბობ რომ მოედნის ხედვა და ტაქტიკა არის 0000
koba
09 ოქტომბერი 2021 22:23
0
ქეცბაია უნდა ისევ ამ ნაკრებს დააფაროს თავზე ყველაფერი!!! არანაირი ტაქტიკის მსგავსი ამ გუნდს არ გააჩნია შეცვლას არ აკეთებს წიტაიშვილს რა დაუწუნა? ლობჟანიძეს ხედავს რომ თამაში არ მიზდის ამოკეტილი ყავთ შემოუშვი ბიჭი ნახე იქნებ რა ჟილკით შემოდის სწრაფი არაა ტექნიკა არ აქვს თუ მოწინააღმდეგის ეშინია? ან ეს აბურჯანია შენელებული კადრი ასეთი ნელი ცენტრი რომელ გუნდს აქვს ჩვენს მეტს? ერთი მომენტი ვერ შეუქმნეს მიქაუტაძეს ერთი!!!!! ესეიგი ამან უნდა მოატყუოს ყველა და ისე გაიტანოს გოლი...უნამუსოები არიან ან არ სცხვენიათ კლუბში რო მიდიან ასეთ ფარჩაკი ნაკრების წევრები რო არიან??????
რომა
09 ოქტომბერი 2021 22:21
2
ამათი თამაში ძალიან წააგავს და შეიცავს საბოტაჟის ნიშნებს ვიღაცის გამო არ თამაშობენ და ეს სასწრაფოდ გამოსაძიებელია, თუ ეს ნამდვილად ეგრეა ფეხი აღარ უნდა ჩამოადგმევინო არცერთს ქვეყანაში, კაშია კი არ იყო მოედანზე მაგრამ მაინც ლგბტ დროშის შებმა მკლავზე იწვევს საფეხბურთო იმპოტენციას რისი ნათელი მაგალითია დღეს მოედანზე მყოფი ყველა ფეხბურთელი თავის კვარაცხელია ჩაკვეტაძიანად, თუ ერს გამარჯვება არ უნდა მაკედონელი ვერ გაამარჯვებინებსო და ტყუილა ნუ ვლანძღავთ სანიოლის.
ზაალი
09 ოქტომბერი 2021 22:20
10
ნათქვამია რო კუზიანს სამარე გაასწორებსო!!! მაგრამ მე მაინც მგონია ცხადაძე ყველაზე კარგი ვარიანტია ამ ნაკრებისთვის... თანამედროვე ფეხბურთის მოდებაში არ არიან სამწუხაროდ !!!
კახა
09 ოქტომბერი 2021 22:19
13
ყველაფერში გვაჯობეს ერთი ნორმალური საგილე მომენტიც კი ვერ შევქმენით და მე პირადად ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ნაკრების უმრავლესობა ფეხბურთელების ნაკრებში ჩამოდიან მოვალეობის მოხდის მიზნით 2-3 კაცის გარდა მონდომებას ბრძოლის ჟინს და თავდადებას ვერავის ვამჩნევს შეიძლება წააგო შეიძლება დიდი ანგგარიშითაც წააგო მაგრამ ფეხბურთი ითამაშო ბოლომდე დაიხარჯო მაგრამ ამ ნაკრებს ამის არაფერი ეტყობა.
გიო
09 ოქტომბერი 2021 22:19
1
ყველაფერში ვერა ძმაო,აუდების ჩაწოდებაში მოგვიგია ,ერთით მეტი ჩაგვიწოდებია
ემზარ
09 ოქტომბერი 2021 22:59
1
დღევანდელ დღეს მაინც რა საცოდაობაც ტრიალებს საქართველოში თუ ესე ითამაშებდნენ ..წადით რა მართლა წადით საერთოდ ფეხბურთიდან წადით
იკა
09 ოქტომბერი 2021 22:19
1
არავითარი ჯიგარი, მონდომება, კლასი რომ არ გვაქვს გასაგებია, მაგრამ ხომ უნდა იგრძნო ქვეყნის სახელით რომ გამოდიხარ? ასეთი სამარცხვინო თამაშების სერია არ გვქონია არასდროს
რეზო
09 ოქტომბერი 2021 22:18
2
წიტაიშვილი რატომ არ ათამაშეს, რაო ვერ ქაჩავსო? მე ვერ ვუყურე ამიტომ თამაშზე კომენტარს არ გავაკეთებ
გიორგი გორგაძე
09 ოქტომბერი 2021 22:18
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული