საქართველოს ნაკრების მორიგი უსახური მატჩი და მორიგი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირზე საკუთარ მოედანზე საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა.

სექტემბრის წარუმატებელი სერიის შემდეგ „ჯვაროსნების“ მწვრთნელი ვილი სანიოლი ოქტომბერში თამაშის ხარისხის გამოსწორებას დაგვპირდა, ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაუბრუნდა, მხოლოდ კაშია და კიტეიშვილი აკლდა და ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა. სამწუხაროდ, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდა და ჩვენმა გუნდმა ფაქტიურად საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა.

დებიუტში საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაეუფლა, ბერძნები კი სწრაფი და სახიფათო კონტრშეტევებით გვპასუხობდნენ და პავლიდისმა გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. 22-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებული ცაველასმა
დაარტყა და ლორიამ გადაგვარჩინა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძის დარტყმული მეკარე ვლახომიდოსმა მოიგერია. მეტოქე კარგად კეტავდა ზონებს, საქართველოს ნაკრები მწვავე შეტევებს ვერ ახერხებდა, მიქაუტაძე კი თამაშიდან გამოთიშული იყო. მე-40 წუთზე მასურასს ლორიამ არ დაანება გატანა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა და სანიოლმა ორმაგი ცვლილება განახორციელა - ჩაკვეტაძისა და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე გვილია და ოქრიაშვილი შეუშვა. უპირატესობას კი სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ მომენტი არც ერთ კართან არ იქმნებოდა, ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 90-ე წუთზე მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ დაასკვნა, რომ გიორბელიძემ საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა, პენალტი დანიშნა, რომელიც ბაკასეტასმა გამოიყენა, ბოლოს კაკაბაძის შეცდომით პელიკასმა ისარგებლა და მორიგი მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს სტუმრად კოსოვოსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - საბერძნეთი 0:2
გოლები: 0:1 ბაკასეტასი (90, პენ), 0:2 პელიკასი (90+5)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (დავითაშვილი 90), ლობჟანიძე (ქვილითაია 90), ჩაკვეტაძე (გვილია 60), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ოქრიაშვილი 60)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ცაველისი, მავროპანოსი, ჰაციდიაკოსი, ციმიკასი, ბუხალაკისი, სიოპისი, ანდრუცოსი, პავლიდისი (პელიკასი 46), მასურასი (ციოლისი 78), ბაკასეტასი

მკითხველის კომენტარები / 170 /
კვარაცხელიას ვბალეშიკობ გამოჩენის დღიდან მაგრამ დგეს ნოლი იყავი კვარა რუბინზე გაბრაზებული ხარ და ეს შენს მოედანზე ქცევებშიც ჩანს შენი კაცი ყოველთვის ცარიელია სამუშაო გაქვს მაგაზე ბევრი დაცვაში დროულად დაბრუნება და ეგ ქოჩორი მოიჭერი რა გთხოვ წიკად გაქვს გადაქცეული უკვე თმის გადაწევა
ემიგრანტი
10 ოქტომბერი 2021 02:45
5
სიმართლე გითხრა ფეხბურელებზე ძალიან, გულშემატკივრები მეცოდებიან! ხვიჩაზე მართალი ხარ, რა გაუხდა მაგ თმების შეჭრა (წვერებიც მიაყოლოს) ეტყობა მაგ ამბავში მაგარი, ზარმაცი ვინმე იქნება. თამაძზე რა უნდა ვთქვა , სათქმელიც აღარაფერია...
emigrants
10 ოქტომბერი 2021 09:48
2
ეს კომპლექსიანები ვიღაცეები ნუ ჩაიხვიეთ ამ თმა/წვერის გაპარსვაზე და პრიჩოსკებზე.
Amerika.
10 ოქტომბერი 2021 20:55
0
კაკაბაძეს საბერძნეთთან კარგი სტატისტიკა აქვს. 1 გოლი და 1 საგოლე პასი
Eh ravici
09 ოქტომბერი 2021 22:31
3
ან საერთოდ საუკეთესო მაჩვენებელი აქვს გოლ+ პასი ამ შესარჩევში საუკეთესო შედეგია
Eh ravici
09 ოქტომბერი 2021 22:39
3
გულის ამრევი თამაში. ფეხბურთელი რომ ბურთს ვერ აჩერებს და 5 გადაცემიდან ერთსაც რომ ვერ აწვდის მისამართით რა მწვრთნელი უშველის ასეთ გუნდს? თითქმის ყველა ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატის დონისაა. თავდამსხმელს რომ ერთხელ დასარტყმელ პოზიციაზე ვერ გაიყვან რა მოგებაზეა საუბარი?
ჟორა გაბრიჭიძე
09 ოქტომბერი 2021 22:15
1
Rqc amat win da ukan trevas finansebi unda jobia is tanxa ragac qvelmoqmedebas moxmardes,
Juve
09 ოქტომბერი 2021 22:35
1
სამწუხაროდ ამ ნაკრებს არაფრის თავი არ აქვს გინდა ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშოს გინდა არაოპტიმაკურით ვინც გინდა ის დაუნიშნე საქართველოს ნაკრებს არაფერს არ აქვს აზრი.
გიო
09 ოქტომბერი 2021 22:11
1
ამის დედა ვატირე 250 მილიონი ლარი გვაქვს გადახდილი ბიუჯეტიდან ფეხბურთის განვითარების პრგრამაში! ახლა გამოეთრიოს ვინმე, ვინც ამ პროგრამის ავტორია (თუ მართლა რამე პროგრამა არსებობს) ან ვინც პასუხისმგებელია ამ პროგრამის შედეგებზე და აგვიხსნას ამ ქვეყნის თავსლაფდასხმულ ფეხბურთის გულშემატკივრებს (ვისაც ნამდვილად არ გვენანება ფეხბურთის რეალურად განვითარებისთვის საკუთარი ჯიბიდან გადახდილი ფული), რაში დაიხარჯა 250 მილიონი და რა შედეგი გვაქვს?! თუ შედეგი არ გვაქვს, მაშინ პასუხი აგოს ყველა დამნაშავემ ბიუჯეტის ფულის გაფლანგვისთვის! სააკაშვილს 9 მილიონის გაფლანგვას ედავებით და პოლიტიზირებულმა პარტიულმა სფფ-მ 250 მილიონი რომ გაფლანგა ამაზეც აგოს ყველა დამნაშავემ პასუხი! ამოვიდა ყელში ამდენი უვიცობა, უსინდისობა და მაინც დავარცხნილი ლაპარაკი ვითომ განვითარებაზე!
ხალხი
10 ოქტომბერი 2021 10:48
2
კაკაბაძემ საბერძნეთში ხომ "დაგვასაჩუქრა" საკუთარ კარში გოლის გატანით, აგერ დღეს არანაკლები საჩუქარი გაუკეთა სტუმრებს.არც კი ვიცი რა ვთქვა.ვაისს კრიტიკის ქარცეცხლში ვატარებდით და ფაქტია, მის ხელში ნაკრები ასეთი უსიცოცხლო და ასეთი საცოდავი არ იყო.
თომა
09 ოქტომბერი 2021 22:17
1
კიდევ ერთი სამარცხვინო თამაში. რატომ არ გამოიყვანა წიტაიშვილი, რომელიც აშკარად გამორჩეული იყო წინა თამაშებში. ჯარიმებსაც კარგად ურტყამს, ფიზიკურადაც ძლიერია და ორთაბრძოლებსაც იგებს. მე ვერ გავიგე სანიოლის "ფილოსოფია". სადღაც 60-65 წთ-ზე მაინც უნდა გააკეთო ცვლილება(ბი), თან აზრიანი, რომ რაღაც შედეგი მოყვეს.რა დავაშავეთ ასეთი, ღმერთო დიდებულო გადმოგვხედე, გვიშველე!!!
სოსო
09 ოქტომბერი 2021 22:11
2
100% ! მეც თუთქმის იგივე დავწერე ზემოთ ! არაფერი მწვრთნელი არაა სანიოლი !
ზურა222
09 ოქტომბერი 2021 22:16
1
ტფუუ! საბანძეთი! მალადეც! ეხლა არ დაიწყოთ ის კაი იყო ის ცუდიო, ერთი ნაგავია სულ.
sergo
09 ოქტომბერი 2021 22:10
1
მაგრად უჯიგროდ თამაშობდნენ, ერთადერთი კანკავა თამაშობს მთელი გულით, თუ დააკვირდებოდით დუხიდანაც კი აგდებდნენ ბერძნები ჩვენებს ისე უბღვიროდნენ, რაღაც დაჩმორებულები და დაჩაჩანაკებულები ჩანან ჩვენი ფეხბურთელები
მამუკა
09 ოქტომბერი 2021 23:11
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული