საქართველოს ნაკრების მორიგი უსახური მატჩი და მორიგი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირზე საკუთარ მოედანზე საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა.

სექტემბრის წარუმატებელი სერიის შემდეგ „ჯვაროსნების“ მწვრთნელი ვილი სანიოლი ოქტომბერში თამაშის ხარისხის გამოსწორებას დაგვპირდა, ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაუბრუნდა, მხოლოდ კაშია და კიტეიშვილი აკლდა და ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა. სამწუხაროდ, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდა და ჩვენმა გუნდმა ფაქტიურად საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა.

დებიუტში საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაეუფლა, ბერძნები კი სწრაფი და სახიფათო კონტრშეტევებით გვპასუხობდნენ და პავლიდისმა გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. 22-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებული ცაველასმა
დაარტყა და ლორიამ გადაგვარჩინა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძის დარტყმული მეკარე ვლახომიდოსმა მოიგერია. მეტოქე კარგად კეტავდა ზონებს, საქართველოს ნაკრები მწვავე შეტევებს ვერ ახერხებდა, მიქაუტაძე კი თამაშიდან გამოთიშული იყო. მე-40 წუთზე მასურასს ლორიამ არ დაანება გატანა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა და სანიოლმა ორმაგი ცვლილება განახორციელა - ჩაკვეტაძისა და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე გვილია და ოქრიაშვილი შეუშვა. უპირატესობას კი სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ მომენტი არც ერთ კართან არ იქმნებოდა, ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 90-ე წუთზე მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ დაასკვნა, რომ გიორბელიძემ საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა, პენალტი დანიშნა, რომელიც ბაკასეტასმა გამოიყენა, ბოლოს კაკაბაძის შეცდომით პელიკასმა ისარგებლა და მორიგი მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს სტუმრად კოსოვოსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - საბერძნეთი 0:2
გოლები: 0:1 ბაკასეტასი (90, პენ), 0:2 პელიკასი (90+5)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (დავითაშვილი 90), ლობჟანიძე (ქვილითაია 90), ჩაკვეტაძე (გვილია 60), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ოქრიაშვილი 60)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ცაველისი, მავროპანოსი, ჰაციდიაკოსი, ციმიკასი, ბუხალაკისი, სიოპისი, ანდრუცოსი, პავლიდისი (პელიკასი 46), მასურასი (ციოლისი 78), ბაკასეტასი

მკითხველის კომენტარები / 170 /
ეს ყველაფერი არის ნეპოტიზმის და მამიკოების ბრალი გვერდზე რომ მიწიეს პერსპექტიული ბავᲨვები და გაზარდეს ეს ნაკრები ,რომელიც რას ᲗამაᲨობს კაცმა არ იცის...Თავიდან არის დასაწყები ბავᲨვებუდან,გვერზე უნდა გადაიდოს ნეპოტუზმი და გასაქნი მივცეᲗ ყველას ვისაც ᲗამაᲨი უნდა და იცის და Შედეგიც დაიდება...ახლა არაფერი ეᲨველება.
სუს
10 ოქტომბერი 2021 11:22
0
ათას რამეა ვაბრალებთ ხოლმე და მოდი ეა ვერსიაც განვიხილოთ. იქნებ გუნდშია პრობლემა, იქნებ ერთმანეთთან ურთიერთობაშია პრობლემა. თუ გვერდზე მდგომი არ გიყვარს, სოფელი ვერ აშენდება და თუ ამ ბიჭებს ერთმანეთთან მეგობრობა, ძმაკაცობა და ემოცია არ აკავშირებთ, გათითოკაცებულნი ვერ ითამაშებენ. ამიტომ სანაკრებო შეკრებაზე ვარჯიშის მაგივრად უნდა ატარო ექსკურაიებზე, რაღაც ათამაშო, ასე ვთქვათ "თიმ ბილდინგი"-ა საჭირო რათა ბმა მოხდეს ერთმანეთთან.
QT
10 ოქტომბერი 2021 01:09
4
ვაისი სანატრებელი გახდა,მაგარი უჯიგრო ნაკრებია
მახო
09 ოქტომბერი 2021 23:13
3
რამდენიმე თამაშია აღარ ვუყურებ ამათ ფეხბურთს და არც ეს დღევანდელი საცოდაობა მიყურებია, მაგრამ დღეს გადავხედე სომხეთთან მატჩს და კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ კანკავა ფეხბურთელი არ არის. თუნდაც ეს კაცი რომ უმეტესობას ფეხბურთელი გგონიათ, ეგ არის პრობლემა. როცა ვერავინ, ვერც ექსპერტები, ვერც გულშემატკივრები, ვერც ჟურნალისტები ელემენტარულ ანალიზს ვერ აკეთებენ, როცა ასეთი კაცი კაპიტანია, რომელიც სრულიად თავდასხმის მუხრუჭია და წინ პასი არ იცის, იქ უკეთესს არც შეიძლება ელოდე.
odala
09 ოქტომბერი 2021 23:09
13
ნათქვამია რო კუზიანს სამარე გაასწორებსო!!! მაგრამ მე მაინც მგონია ცხადაძე ყველაზე კარგი ვარიანტია ამ ნაკრებისთვის... თანამედროვე ფეხბურთის მოდებაში არ არიან სამწუხაროდ !!!
კახა
09 ოქტომბერი 2021 22:19
13
რადიოშიც ყოფილა რეპორტაჟი და იქ რომ გვესმინა სჯობდა. მეტს ვერაფერს ვიტყვი ამ უვარგისებზე
დავით67
09 ოქტომბერი 2021 22:12
4
თუ ხედავ ვიღაც არ ინდომებს, რატომ იძახონ ნაკრებში? წიტაიშვილს სკამზე რატომ ტოვებ, ვინც ყველაფერს დებს თამაშში?
1
10 ოქტომბერი 2021 10:47
0
არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი! არ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში!!!
ავჭალიდან
10 ოქტომბერი 2021 05:22
0
გეშლება ავჭალიდან, ფეხბურთელები გვყავს, პატრონი არა.
ორთაჭალიდან.
10 ოქტომბერი 2021 17:18
0
გული მერევა...ცუდად ვააარ!..
პეტროსი
10 ოქტომბერი 2021 01:02
2
მოითხოვოს ჟურნალისტებმა სანიოლის გაშვება!!! ჩვენ არავინ გვისმენს უბრალო გულშემატკივარს
beqa
09 ოქტომბერი 2021 23:09
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული