"კვარაცხელია ბევრ კლუბს სურდა, მაგრამ საქმე საბოლოო შეთავაზებამდე არ მისულა, რადგან..." - "რუბინის" დირექტორი არშემდგარი ტრანსფერის მიზეზს ხსნის

AutoSharing Option
"რუბინის" სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იარონივსკიმ გუნდის ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ ისაუბრა:

"კვარაცხელია სერიოზული კლუბების ინტერესის სფეროში იყო, მაგრამ საქმე საბოლოო შეთავაზებამდე არ მისულა, რადგან რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელისთვის საბოლოო წინადადების გასაკეთებლად ბევრი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო

ახლა ისინი კონტაქტზე აღარ არიან, თუმცა დარწმუნებული ვარ, ზამთარში ან ზაფხულში ისევ გამოჩნდებიან. ჩვენ მზად ვიყავით, რომ ხვიჩა ზაფხულში 20 მილიონ ევროდ დაგვეთმო", - თქვა იარონოვისკიმ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ამას გაფრთხილებდნენ ზუსტად ოდნავ ფეხბურთში გარკვეული ექსპერტები, ნუ დაუნგრევთ ფსიქიკას ახალგაზრდა ფეხბურთელს, ჯერ ლორია გაყიდეთ ბარსელონა,რეალში, ეხლა კიდევ დღე არ გავიდოდა ხან სად გაუშვით ეს ბავშვი და ხან სად, ეხლა კიდე რუბინიხანაც მალე გამოუშვებენ და ოზურგეთის მერცხალიც აღარ აიყვანს.
დიტო
09:17 11-10-2021
3
რა ფეხბურთი უნდა ითამაშოს თმა და წვერი ვერ გაუპარსია ყოველ წუთში თმას ისწორებს
ბექა
08:46 11-10-2021
5

სიახლეები პოპულარული