"კვარაცხელია ბევრ კლუბს სურდა, მაგრამ საქმე საბოლოო შეთავაზებამდე არ მისულა, რადგან..." - "რუბინის" დირექტორი არშემდგარი ტრანსფერის მიზეზს ხსნის

AutoSharing Option
"რუბინის" სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იარონივსკიმ გუნდის ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ ისაუბრა:

"კვარაცხელია სერიოზული კლუბების ინტერესის სფეროში იყო, მაგრამ საქმე საბოლოო შეთავაზებამდე არ მისულა, რადგან რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელისთვის საბოლოო წინადადების გასაკეთებლად ბევრი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო

ახლა ისინი კონტაქტზე აღარ არიან, თუმცა დარწმუნებული ვარ, ზამთარში ან ზაფხულში ისევ გამოჩნდებიან. ჩვენ მზად ვიყავით, რომ ხვიჩა ზაფხულში 20 მილიონ ევროდ დაგვეთმო", - თქვა იარონოვისკიმ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
20 მილიონი. ზუსტად მაგაშია საქმე. მანდ დამთავრდა ყველა მოლაპარაკება მანდ მანდ დამთავრდა საქმე. როცა "ტრანფერმარკეტზე" მისი 15 მილიონი იყო რუსებმა დაადეს 20 მილიონი სპეციალურად რომ არავის ეყიდა და დარჩენილიყო რუსეთში. წესით აგენტსაც ავალებდნენ ისეთი პირობები და რაღაცეები მოეთხოვა რომ ჩაეშალა ყველა მოლაპარაკება, თან ხალხი ებოლებინათ პარალელურად რომ კარგად მიდიოდა ყველაფერი და ა.შ. ქართველებს თუ რამე წარმატება გვინდა პირველ რიგში უნდა მოვიშოროთ 2-უჯრედიანი ღორი საფეხბურთო მესვეურები რომლებიც უშვებენ ტალანტებს რუსეთში ან რუსების კონტროლირებულ საეჭვო კლუბებში რომლებიც სთავაზობენ ყველაზე მეტ ფულს ყოველთვის. მხოლოდ მაგათი ბრალია რომ ბერ გავცდით რუსულ საცეცებს
15.xr
20:19 10-10-2021
1
და ცოტა რო დაგეწიათ ფასი აქამდე გაყიდული იქნებოდა უცილობლად. მაგალითად აიაქსი 12 მილიონს იხდიდა და ხვიჩას შემდგომი გაყიდვიდან 20%-ს რუბინს აძლევდა, მაგრამ კლუბმა იცოტავა. ამ დროს პერსპექტივაში მაგ სხვაობას ამოიღებდნენ მშვენივრად: აიაქსში კიდევ უფრო განვითარდებოდა და 25 მილიონად(თუ მეტად არა) თავისუფლად გაიყიდებოდა, რუბინი კი აქედან 5 მილიონს მიიღებდა, მაგრამ სიხარბემ და რეალობისგან მოწყვეტამ ჩაშალა ეს ამბავი. იმედი ვიქონიოთ, ზამთრის ტრანსფერზე ვინმე გამოჩნდება და რუბინიც რეალურ შეთავაზებას დათანხმდება
სოსო
19:52 10-10-2021
0

სიახლეები პოპულარული