"კვარაცხელიას თუ რაიმე არ გამოუვა, არ უნდა „დამჟავდეს“ და დანებდეს“ - ამბობს „რუბინის“ ყოფილი ფეხბურთელი

AutoSharing Option
თურქეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გიოქდენიზ კარადენიზი „რუბინში“ 2008-18 წლებში თამაშობდა, 226 მატჩში 39 გოლი გაიტანა, ამ გუნდის ლეგენდად ითვლება. ახლახან ყაზანში იმყოფებოდა, sportbox-ს ინტერვიუ მისცა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

- ამ სეზონში ხვიჩას ანგარიშზე მხოლოდ 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. როგორ ფიქრობთ, მასზე რამდენად იმოქმედა იმან, რომ ზაფხულში ევროპაში არ გაემგზავრა?
- კითხვის ასეთ დასმას არ ვეთანხმები. ასევე, „რუბინის“ ჩავარდნა არ არის დაკავშირებული „რაკუვთან“ წაგებასთან. თუ ფეხბურთელს თამაში არ მისდის - შესაძლოა, ცუდად ვარჯიშობს ან მატჩებზე სათანადოდ კონცენტრირებული არ
არის. თუ ადამიანს ნიჭი აქვს, ყოველთვის დაახლოებით ერთნაირი დონე უნდა აჩვენოს. მე ახლოდან ვერ ვხედავ, რა ხდება, მაგრამ სიტუაციის გლობალურ ანალიზს დაახლოებით ასე ვაკეთებ.

- თუმცა ხვიჩაზე ამბობენ, რომ „ბორუსიასა“ და „ტოტენჰემის“ დონისაა...

- დიახ, ის ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ იმისათვის, რათა ტოპ-ჩემპიონატებსა და ტოპ-გუნდებში ითამაშოს, სტაბილურობა მართებს. ხვიჩას რეკომენდაციას ვაძლევ, ჯერ „რუბინში“ რამე მოიგოს და აქ თავი წარმოაჩინოს. ჯერ აქ უნდა დაამტკიცოს, რომ ტოპ-ია, ხოლო თუ რაიმე არ გამოუვა, არ არის საჭირო „დამჟავება“ და დანებება. აუცილებელია იმის გაანალიზება, რა არ გამოსდის. დიახ, ყველამ იცის, რომ ნიჭიერია, მაგრამ ეს რეგულარულად მოედანზე უნდა დაამტკიცოს.

- თქვენ ამბობთ, რომ ხვიჩამ ჯერ რამე რუსეთში უნდა მოიგოს, მაგრამ მზადაა კი „რუბინი“ რუსეთში რაიმეს მოსაგებად?
- თქვენ საინტერესო ჩემპიონატი გაქვთ. თუ „რუბინი“ ზედიზედ სამ მატჩს მოიგებს, ოთხეულში მოხვედრა შეუძლია. რამდენიმე თამაშის წაგება არაფერს ნიშნავს. ვინ იცის, შესაძლოა, სანაკრებო პაუზის შემდეგ „რუბინმა“ ყველას დამარცხება დაიწყოს. თუ დღევანდელ შემადგენლობას შევხედავთ - „რუბინს“ ღირსეული ჰყავს. ეს გუნდი თავისუფლად უნდა იყოს ევროზონაში. „თავის ჩართვაა“ საჭირო, პლუს, რუსეთის თასია, იქაც შეიძლება მოგებას შეეცადო.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ხვიჩა ბაბუ მე ხშირად გეხმიანები და ძალიან მიყვარხარ,მინდა როგორც ფეხბურთის თამაშის დროს ხარ ორიგინალური,ასევე იყავი პირადულადაც,ძალიან გიხდება კაცურად შეკრეჭილი თმა,რა თქმა უნდა ეს შენი საქმია,მაგრამ მე ყველას ვეთანხმები ვინც გირჩევს ამას.
ნიანია ბაკურიანი
14:55 13-10-2021
3
გრანდი კი არა მალე რუბინის ძირითად შემადგენლობაში თამაში სანატრელი გაუხდება.
Zaza
20:18 12-10-2021
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული