"ვალენსიას" გულშემატკივრებმა მამარდაშვილის სეივი გამოარჩიეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ვალენსიამ" გულშემატკივართა გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, სექტემბრის თვის საუკეთესო სეივად გიორგი მამარდაშვილის მიერ "ალავესის" წინააღმდეგ მოგერიებული ბურთი დასახელდა - ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი წერს.

შეგახსენებთ, შეხვედრა "ღამურების" გამარჯვებით (3:0) დასრულდა, მამარდაშვილმა კი 56-ე წუთზე მშვენივრად ითამაშა. ქართველი მეკარე სექტემბერში "ლა ლიგამაც" გამოარჩია.

გიორგიმ მესტალიური კლუბის მაისურით 6 შეხვედრაში 7 გოლი გაუშვა, შემდეგ კი ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. გასულ თვეში მისმა კონკურენტმა იესპერ სილესენმა მხოლოდ ერთი მატჩი გამართა.

მე-8 ადგილზე მყოფი "ვალენსია" 17 ოქტომბერს "ბარსელონას" ესტუმრება, რომელიც მასზე ერთი პოზიციით
ქვემოთ იმყოფება.

altმამარდაშვილის მთავარი კონკურენტი "ვალენსიას" მალე დატოვებს?

altsuperdeporte: მამარდაშვილის ზღაპარი 20 წუთში ბორტს მიღმა აღმოჩნდა - ქართველი სილესენის შეცდომის მოლოდინში

altუდიდესი წარმატება! ლა ლიგამ მამარდაშვილის სეივი თვის საუკეთესოდ დაასახელა! [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული