ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მიქაუტაძე მომჯობინდა და ვანზიესთან დაპირისპირებისთვის ემზადება

AutoSharing Option
შაბათს, 16 ოქტომბერს, ბელგიის ჩემპიონატის მე-11 ტურში, მესამეადგილოსანი "როიალ უნიონი" გიორგი მიქაუტაძის "სერენს" უმასპინძლებს. ეს შეხვედრა ბელგიური მედიის ყურადღებას იმსახურებს.

dhnet-ი ქართველი ფორვარდის გუნდზე წერს:

"სერენი" ძალიან ამბიციური გახდა და სამოყვარულო ლიგიდან ჟუპილერ ლიგაში გადავიდა. კლუბის პრეზიდენტი მარკ გროსჯიანი ამბობს:

"ჩვენ გვსურდა, რაღაც განსაკუთრებული გაგვეკეთებინა და კლუბი ელიტაში აგვეყვანა. რასაც მივაღწიეთ, წარმოუდგენელი გვეგონა".

მიქაუტაძემ საბერძნეთის ნაკრებთან დაპირისპირებაში ტრავმა მიიღო და გუნდს ნაადრევად დაუბრუნდა. როგორც კლუბის ოფიციალური გვერდიდან ვიგებთ, ქართველმა ფორვარდმა ვარჯიში უკვე განაახლა. როგორც ჩანს, მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.

"სერენის" რიგებში გიორგი უკვე 4 გოლის ავტორია, თუმცა მათი სატურნირო მდგომარეობა რთულია - მე-13 ადგილზე იმყოფებიან.

რაც შეეხება "უნიონს" - მოგეხსენებათ, გასული სეზონი მათაც ბელგიის პირველ დივიზიონში გაატარეს. ბომბარდირობისთვის "ჟორჟის" მთავარ კონკურენტ (შეგახსენებთ, თანაბარი რაოდენობის გოლები გაიტანეს) დანტე ვანზიეს კი ჟუპილერ ლიგაში უკვე 7 გოლი და სამი შედეგიანი პასი აქვს.

ბრიუსელში გასამართი დაპირისპირება ჩვენი დროით 18:15 საათზე დაიწყება.

altკოსოვოსთან ნაკრებს მიქაუტაძეც ვერ დაეხმარება

altმიქაუტაძე სიტყვის კაცია - ჰეთ-თრიკი შეასრულა და "ზულტე ვარეგემი" გაანადგურეს! [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ