"ახალი გუნდი, იმედები, ამოცანები, ანეკდოტები და ხუმრობა" - კვირკველიას პირველი უკრაინული ინტერვიუ

AutoSharing Option
„მეტალისტი 1925“-ის ახალწვეულმა საბა კვირკველიამ კლუბის საიტს პირველი ინტერვიუ მისცა.

- უკვე რამდენიმე დღეა „მეტალისტი 1925“-ში ხარ. როგორ შეგხვდა უკრაინა, ხარკოვი, გუნდი?
- უკრაინაზე ბევრი რამ ვიცი, გამიგია. ტარას მიხალიკი ჩემი ახლო მეგობარია, ჩვენ ერთად „ლოკომოტივში“ ვთამაშობდით. ყოველდღე კავშირზე ვართ, ვურთიერთობთ. ქალაქის ნახვა ჯერ ვერ მოვასწარი. გუნდზე შემიძლია ვთქვა, რომ მაგარი ბიჭები არიან, კარგი კოლექტივია. აქ ფეხბურთის სათამაშოდ ყველაფერია. მე ყველაფერი მომწონს.

- დღევანდელ უკრაინულ ფეხბურთზე საერთოდ რა იცი?
- ვიცნობ მარკო დევიჩს, რომელთან ერთადაც „რუბინში“ ვთამაშობდი. რა თქმა უნდა,
უკრაინულ ფეხბურთზე ინფორმაცია მაქვს, რადგან დავით ხოჭოლავასთან ერთად, რომელიც „შახტარში“ ასპარეზობდა, რამდენიმე წელია საქართველოს ნაკრებში ვთამაშობ. პრინციპში, როგორც შემეძლო, ყოველთვის თვალს ვადევნებდი უკრაინის ჩემპიონატს.

- ჯერ კიდევ პროფესიონალური კარიერის დასაწყისში შეიძლებოდა უკრაინაში აღმოჩენილიყავი?
- ეს მაშინ იყო, როდესაც 18 წლის ვიყავი. „შახტარის“ შეკრებაზე თურქეთში ჩავედი. იქ სინჯებზე ვიმყოფებოდი, მაგრამ არ გამოვიდა.

- წელს ნაკრებში მხოლოდ ერთხელ ითამაშე. ეროვნულ გუნდში დაბრუნება, ალბათ, შენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა...
- რა თქმა უნდა. ყველა ფეხბურთელი ოცნებობს თავისი ქვეყნისთვის ითამაშოს. ამაში დარწმუნებული ვარ. უკვე 10 წელია ნაკრებში ვთამაშობ. თუმცა მიზანი მხოლოდ ნაკრებში თამაში არ არის. მიზანია კიდევ ერთი წელი მაღალ დონეზე ვიასპარეზო.

- ინტერვიუში წავიკითხე, რომ ერთ-ერთ წინა გუნდში ანეკდოტების მოყოლაში ნომერ პირველი იყავი, შეგეძლო ვარჯიშზე ცოტა გეცეკვა. შესაძლოა, რაღაც მსგავსს აქაც უნდა ველოდოთ?
- შეიძლება ანეკდოტების მოყოლაში საუკეთესო არა, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავი. მიყვარს ხუმრობა, მხიარული ადამიანი ვარ. ყოველთვის არა, თუმცა მომწონს, როდესაც ვარჯიშზე იცინიან. ეს მეხერხება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ხარკავჩანი უკვე ხარობენ . საბა კი ალბათ იმით ხარობს რუსეთის საზღვრიდან საულ რარაც ათი წითის სავალზეა .ეჰჰ საბა საბა .
sosia
11:34 15-10-2021
1
ეჰ კარგი იქნებოდა სხვაგვარად განვითარებულიყო საბას კარიერა,მაგრამ რას ვიზავთ,არაა ცხოვრებაში ისე როგორც ჩვენ გვინდა. საბას წარმატებას ვუსურვებ ახალ კლუბში იმედია ნაკრებს გამოადგება.არ დამავიწყდება მისი ტამაში უელსთან,ირლანდიასთან,ლივერპულთან! არავითარი ხელის ჩაქნევა საბა შენ ჩვენ გვჭირდები!!
სიმართლე
10:02 15-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული