"ლესტერის" ლეგენდა "მეტალისტში", ქართველი ფეხბურთელები "ფეიკები" არიან" - რუსი და უკრაინელი ფანები კვირკველიას ტრანსფერზე

AutoSharing Option
საბა კვირკველია რუსეთში 2010 წლიდან თამაშობდა და მისმა უკრაინულ „მეტალისტში“ გადასვლამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. აი, როგორ კომენტარებს აკეთებენ რუსი და უკრაინელი გულშემატკივრები:

რუსეთი

ZAREMAFOREVER - რა ცნობილი ფეხბურთელია? მეორეხარისხოვანი მოთამაშე საკუთარ თავზე უზარმაზარი წარმოდგენით.
kvadrocopter - პიტერის "ზენიტის" ახალგაზრდულ გუნდშიც იყო. ეს როგორ... პიტერიდან საძულველ უკრაინაში... ჩეკისტებმა ჯაშუში ხელიდან გაუშვეს...
maty161 – დასრულებულია.
punk66 - ის ხომ ევროპაზე ოცნებობდა)))
malkassa070 - რუსეთის მეორე რვა არც ერთ გუნდში არ დაიკარგებოდა.
k0t33 - წარმატებები მას. კარგი მოთამაშეა.
sviatoy - ქართველი ფეხბურთელები ყველანი რაღაცნაირი "ფეიკები" არიან. ხვიჩას გაყიდვას საერთოდ
ვერ ახერხებენ (რუბინში ვერ ქაჩავს). ნაკრებიც ასევე საშუალოზე დაბალ დონეზე თამაშობს (:
Dmitry Maksimov - "ლესტერის" ლეგენდა.
Serega Ac-Milan - საბა სწრაფად დაეშვა... სამწუხაროდ.  საჩემპიონო წელს ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ცენტრბეკი იყო.
omsk1716 - გასაკვირია. ოდესღაც ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლებოდა. ინგლისის პრემიერლიგაში მის გადასვლაზეც კი იყო საუბრები.
Судья Дредд - დაღმართს ჩაუყვა.
Made in Ukraine - მოულოდნელია, რომ ძლიერ მოუკლო? რუსეთში ტოპ-ური იყო. ფეხბურთით გაძღა თუ რა? ვნახოთ, ხარკოვში რას იზამს. შეიძლება ტრავმამ იმოქმედა.
Roman - მისი ბოლო ტოპური "ლოკოში" საჩემპიონო სეზონი იყო. ამის შემდეგ სულ დეგრადირებდა და დეგრადირებდა.
Dmitry Orlov - ტრავმა მიიღო და მაშინ "ლოკომოტივში" ჰიოვედესი გამოჩნდა. "პორტუსთან" სოლომონმა მარტივ სიტუაციაში შეცდომა დაუშვა და გააძევეს. მერე კი ძირითადი ცენტრალური მცველი აღარ იყო. ბოლოს აუტსაიდერ "როტორში" იჯარით გაუშვეს.
Zmeyonysh - ამ დროს ევროპის ტოპ 5-ის გუნდში მოახლოებულ გადასვლაზე ლაპარაკობდა. ეტყობა გამოფხიზლდა.

უკრაინა

Guns_n_roses - ეს "მეტალისტისთვის" კი არა, არამედ მთლიანად უკრაინის ლიგისთვის  ტოპ-ტრანსფერია.
WardOFF - შენ აუტისტი ხარ თუ ღადაობ... 29 წლისაა, რაც ცენტრალური მცველისთვის იდეალური ასაკია... ჯერ კიდევ 3 წლის წინ "ლოკომოტივში" ძირითადი ცენტრალური მცველი იყო... ეს ტრანსფერი იგივეა "მეტალისტისთვის", "დინამოს" პირობითად ვან დეიკი რომ გაეფორმებინა.
Завтра наступит следующий день - ამბობენ ახალი კალაძეაო.
Печаль - გამარჯობა, გენაცვალე.
Hawk27 - სიმაღლე 193, წონა 93. პარამეტრებით მძლავრია, საინტერესოა, როგორი სისწრაფე აქვს. უკვე 10 წელია ნაკრებში თამაშობს... ხოჭოლავასთან წყვილში. როგორც ირკვევა, 18 წლისა "შახტარში" იმყოფებოდა სინჯებზე. ვფიქრობ, ცენტრის ხარისხიანი გაძლიერებაა.
Українець - უკრინის პრემიერლიგაში სოლომონები ბევრი არ არსებობს УПЛ))
Hиган - საკმაოდ გამოცდილია, მის აქტივში ჩემპიონთა და ევროპის ლიგებზე ჩატარებული მატჩებია.
FCMKh - შესანიშნავია. დაცვა გაძლიერებას საჭიროებდა. შერშნია ფლანგზე, სოლომონი ცენტრში. უარესი ნამდვილად არ უნდა იყოს.
Выблядки за Шария - დათო კვირკველია გამახსენდა ზაპოროჟიეს "მეტალურგიდან".
tunesLoon - ჩვენი ლიგის ფსკერისთვის ეს ვარსკვლავია.
Ракицкий (Питер) - ეს რა საჭიროა? უკეთესია გამოცდილების მისაღებად უკრაინელი ახალგაზრდები ვათამაშოთ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
მოდით სხვის კომენტარებზე მსჯელობას თავი გავანებოთ.ჩვენც ასევე არა ვართ?სანამ კარგად თამაშობს,ყველაა ცაში აგვყავს,როგორც კი ჩავარდნა დაეწყებათ,მაშინვე ბოღმის ნთხევას ვიწყებთ და უარესს ვუშვრებით.გვავიწყდება,რომ არსებითად ესენი,ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ბიჭები არიან,საკმაოდ ხშირად კარგი განათლების, აღზრდის გარეშე.გაჭირვებული ოჯახებიდან გამოსულნი,უეცრად საკმაოდ უზრუნველყოფნი აღმოჩნდნენ და თავბრუ რომ დაეხვათ,საკვირველია?ცაში აყვანილებს,უცებ გინებას ვუწყებთ და ისედაც დაბნეულებს,კიდევ უფრო ვაცლით ფეხქვეშ საყრდენს.ხამს მოყვარე მოყვრისათვის,თავი ჭირსა არ დამრიდადო,ჩვენ კი,თვითონვე ვუხდებით თავგზააბნეულ მოყვასს,მტრად.რამდენი ტალანტი დავკარგეთ ამის გამო და ვინ გაბედავს იმის თქმას,რომ ჩვენი,ასევე სპეციალისტების გვერდზე დადგომით,ამ დაკარგული ტალანტების ნახევარი მაინც,ასე სწრაფად ჩაქრებოდა.ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში წერდნენ ქართველზე,რომ ბუნებაი ქართველთა ,წინამბრძოლობა არს და ქართველები არიან სახელის მაძიებელნი.წამიკითხია რუსი სპეციალისტების აზრი,რომ ქართველი აუცილებლად უნდა გყავდეს გუნდში,მაგრამ არა ორზე მეტი.რადგან სამი ქართველი,უკვე ბანდაა.ორი ქართველი ლიდერი ხდება კლუბში,სამი კაცი კი,უკვე უმართავი ხდება.ლოკომოტივის საჩემპიონო წელს,საბა კვირკველია დაცვის ნამდვილი ლიდერი იყო.როცა ბოლო ტურებში გოლების გატანა ძალიან უჭირდათ,ცენტრალურ თავდამსხმელად გადადიოდა წინ და რამდენიმე გადამწყვეტი ქულა,პირადად საბამ მოუპოვა ლოკომოტივს.ნდობა,მოტივაცია სჭირდება საბას და დარწმუნებული ვარ,კვლავაც შესძლებს ფორმის აკრეფას.ის ხომ ახლა შედის დამცველისათვის ოქროს ასაკში.მთავარია მოიწადინოს და მისი ჟინის პატრონი,ამას აუცილებლად შესძლებს.ჩვენც ეს გვინდა.დარწმუნებული ვარ იმათაც კი სურთ,ვინც აცხადებს,რომ საბას დიდი ფეხბურთელობა დამთავრდა.მათაც ხომ წყენა ალაპარაკებთ,წყენა,ასე მოულოდნელად გაფუჭებული კარიერის გამო.მაკედონიასთან მარცხის ფსიქოლოგიურმა დარტყმამ,საბასთან ერთად,გია გრიგალავას კარიერაც შტოპორში ჩაუშვა და მასაც ვუსურვებ წონასწორობის აღდგენას.არც მისი კარიერის დამთავრების დროა მოსული.
სოსო
14:09 16-10-2021
0
კიდევ ერთი მაგალითი რატომ არ უნდა წახვიდეთ რუსეთში სათამაშოდ ქართველებო,ამ ბოღმით და შურით სავსე გარემოში
ბექა
17:37 15-10-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული