საბა კვირკველია რუსეთში 2010 წლიდან თამაშობდა და მისმა უკრაინულ „მეტალისტში“ გადასვლამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. აი, როგორ კომენტარებს აკეთებენ რუსი და უკრაინელი გულშემატკივრები:
რუსეთი
ZAREMAFOREVER - რა ცნობილი ფეხბურთელია? მეორეხარისხოვანი მოთამაშე საკუთარ თავზე უზარმაზარი წარმოდგენით.
kvadrocopter - პიტერის "ზენიტის" ახალგაზრდულ გუნდშიც იყო. ეს როგორ... პიტერიდან საძულველ უკრაინაში... ჩეკისტებმა ჯაშუში ხელიდან გაუშვეს...
maty161 – დასრულებულია.
punk66 - ის ხომ ევროპაზე ოცნებობდა)))
malkassa070 - რუსეთის მეორე რვა არც ერთ გუნდში არ დაიკარგებოდა.
k0t33 - წარმატებები მას. კარგი მოთამაშეა.
sviatoy - ქართველი ფეხბურთელები ყველანი რაღაცნაირი "ფეიკები" არიან. ხვიჩას გაყიდვას საერთოდ Dmitry Maksimov - "ლესტერის" ლეგენდა.
Serega Ac-Milan - საბა სწრაფად დაეშვა... სამწუხაროდ. საჩემპიონო წელს ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ცენტრბეკი იყო.
omsk1716 - გასაკვირია. ოდესღაც ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლებოდა. ინგლისის პრემიერლიგაში მის გადასვლაზეც კი იყო საუბრები.
omsk1716 - გასაკვირია. ოდესღაც ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლებოდა. ინგლისის პრემიერლიგაში მის გადასვლაზეც კი იყო საუბრები.
Судья Дредд - დაღმართს ჩაუყვა.
Made in Ukraine - მოულოდნელია, რომ ძლიერ მოუკლო? რუსეთში ტოპ-ური იყო. ფეხბურთით გაძღა თუ რა? ვნახოთ, ხარკოვში რას იზამს. შეიძლება ტრავმამ იმოქმედა.
Roman - მისი ბოლო ტოპური "ლოკოში" საჩემპიონო სეზონი იყო. ამის შემდეგ სულ დეგრადირებდა და დეგრადირებდა.
Dmitry Orlov - ტრავმა მიიღო და მაშინ "ლოკომოტივში" ჰიოვედესი გამოჩნდა. "პორტუსთან" სოლომონმა მარტივ სიტუაციაში შეცდომა დაუშვა და გააძევეს. მერე კი ძირითადი ცენტრალური მცველი აღარ იყო. ბოლოს აუტსაიდერ "როტორში" იჯარით გაუშვეს.
Zmeyonysh - ამ დროს ევროპის ტოპ 5-ის გუნდში მოახლოებულ გადასვლაზე ლაპარაკობდა. ეტყობა გამოფხიზლდა.
უკრაინა
Guns_n_roses - ეს "მეტალისტისთვის" კი არა, არამედ მთლიანად უკრაინის ლიგისთვის ტოპ-ტრანსფერია.
WardOFF - შენ აუტისტი ხარ თუ ღადაობ... 29 წლისაა, რაც ცენტრალური მცველისთვის იდეალური ასაკია... ჯერ კიდევ 3 წლის წინ "ლოკომოტივში" ძირითადი ცენტრალური მცველი იყო... ეს ტრანსფერი იგივეა "მეტალისტისთვის", "დინამოს" პირობითად ვან დეიკი რომ გაეფორმებინა.
Завтра наступит следующий день - ამბობენ ახალი კალაძეაო.
Печаль - გამარჯობა, გენაცვალე.
Hawk27 - სიმაღლე 193, წონა 93. პარამეტრებით მძლავრია, საინტერესოა, როგორი სისწრაფე აქვს. უკვე 10 წელია ნაკრებში თამაშობს... ხოჭოლავასთან წყვილში. როგორც ირკვევა, 18 წლისა "შახტარში" იმყოფებოდა სინჯებზე. ვფიქრობ, ცენტრის ხარისხიანი გაძლიერებაა.
Українець - უკრინის პრემიერლიგაში სოლომონები ბევრი არ არსებობს УПЛ))
Hиган - საკმაოდ გამოცდილია, მის აქტივში ჩემპიონთა და ევროპის ლიგებზე ჩატარებული მატჩებია.
FCMKh - შესანიშნავია. დაცვა გაძლიერებას საჭიროებდა. შერშნია ფლანგზე, სოლომონი ცენტრში. უარესი ნამდვილად არ უნდა იყოს.
Выблядки за Шария - დათო კვირკველია გამახსენდა ზაპოროჟიეს "მეტალურგიდან".
tunesLoon - ჩვენი ლიგის ფსკერისთვის ეს ვარსკვლავია.
Ракицкий (Питер) - ეს რა საჭიროა? უკეთესია გამოცდილების მისაღებად უკრაინელი ახალგაზრდები ვათამაშოთ.