"ლესტერის" ლეგენდა "მეტალისტში", ქართველი ფეხბურთელები "ფეიკები" არიან" - რუსი და უკრაინელი ფანები კვირკველიას ტრანსფერზე

AutoSharing Option
საბა კვირკველია რუსეთში 2010 წლიდან თამაშობდა და მისმა უკრაინულ „მეტალისტში“ გადასვლამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. აი, როგორ კომენტარებს აკეთებენ რუსი და უკრაინელი გულშემატკივრები:

რუსეთი

ZAREMAFOREVER - რა ცნობილი ფეხბურთელია? მეორეხარისხოვანი მოთამაშე საკუთარ თავზე უზარმაზარი წარმოდგენით.
kvadrocopter - პიტერის "ზენიტის" ახალგაზრდულ გუნდშიც იყო. ეს როგორ... პიტერიდან საძულველ უკრაინაში... ჩეკისტებმა ჯაშუში ხელიდან გაუშვეს...
maty161 – დასრულებულია.
punk66 - ის ხომ ევროპაზე ოცნებობდა)))
malkassa070 - რუსეთის მეორე რვა არც ერთ გუნდში არ დაიკარგებოდა.
k0t33 - წარმატებები მას. კარგი მოთამაშეა.
sviatoy - ქართველი ფეხბურთელები ყველანი რაღაცნაირი "ფეიკები" არიან. ხვიჩას გაყიდვას საერთოდ
ვერ ახერხებენ (რუბინში ვერ ქაჩავს). ნაკრებიც ასევე საშუალოზე დაბალ დონეზე თამაშობს (:
Dmitry Maksimov - "ლესტერის" ლეგენდა.
Serega Ac-Milan - საბა სწრაფად დაეშვა... სამწუხაროდ.  საჩემპიონო წელს ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ცენტრბეკი იყო.
omsk1716 - გასაკვირია. ოდესღაც ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლებოდა. ინგლისის პრემიერლიგაში მის გადასვლაზეც კი იყო საუბრები.
Судья Дредд - დაღმართს ჩაუყვა.
Made in Ukraine - მოულოდნელია, რომ ძლიერ მოუკლო? რუსეთში ტოპ-ური იყო. ფეხბურთით გაძღა თუ რა? ვნახოთ, ხარკოვში რას იზამს. შეიძლება ტრავმამ იმოქმედა.
Roman - მისი ბოლო ტოპური "ლოკოში" საჩემპიონო სეზონი იყო. ამის შემდეგ სულ დეგრადირებდა და დეგრადირებდა.
Dmitry Orlov - ტრავმა მიიღო და მაშინ "ლოკომოტივში" ჰიოვედესი გამოჩნდა. "პორტუსთან" სოლომონმა მარტივ სიტუაციაში შეცდომა დაუშვა და გააძევეს. მერე კი ძირითადი ცენტრალური მცველი აღარ იყო. ბოლოს აუტსაიდერ "როტორში" იჯარით გაუშვეს.
Zmeyonysh - ამ დროს ევროპის ტოპ 5-ის გუნდში მოახლოებულ გადასვლაზე ლაპარაკობდა. ეტყობა გამოფხიზლდა.

უკრაინა

Guns_n_roses - ეს "მეტალისტისთვის" კი არა, არამედ მთლიანად უკრაინის ლიგისთვის  ტოპ-ტრანსფერია.
WardOFF - შენ აუტისტი ხარ თუ ღადაობ... 29 წლისაა, რაც ცენტრალური მცველისთვის იდეალური ასაკია... ჯერ კიდევ 3 წლის წინ "ლოკომოტივში" ძირითადი ცენტრალური მცველი იყო... ეს ტრანსფერი იგივეა "მეტალისტისთვის", "დინამოს" პირობითად ვან დეიკი რომ გაეფორმებინა.
Завтра наступит следующий день - ამბობენ ახალი კალაძეაო.
Печаль - გამარჯობა, გენაცვალე.
Hawk27 - სიმაღლე 193, წონა 93. პარამეტრებით მძლავრია, საინტერესოა, როგორი სისწრაფე აქვს. უკვე 10 წელია ნაკრებში თამაშობს... ხოჭოლავასთან წყვილში. როგორც ირკვევა, 18 წლისა "შახტარში" იმყოფებოდა სინჯებზე. ვფიქრობ, ცენტრის ხარისხიანი გაძლიერებაა.
Українець - უკრინის პრემიერლიგაში სოლომონები ბევრი არ არსებობს УПЛ))
Hиган - საკმაოდ გამოცდილია, მის აქტივში ჩემპიონთა და ევროპის ლიგებზე ჩატარებული მატჩებია.
FCMKh - შესანიშნავია. დაცვა გაძლიერებას საჭიროებდა. შერშნია ფლანგზე, სოლომონი ცენტრში. უარესი ნამდვილად არ უნდა იყოს.
Выблядки за Шария - დათო კვირკველია გამახსენდა ზაპოროჟიეს "მეტალურგიდან".
tunesLoon - ჩვენი ლიგის ფსკერისთვის ეს ვარსკვლავია.
Ракицкий (Питер) - ეს რა საჭიროა? უკეთესია გამოცდილების მისაღებად უკრაინელი ახალგაზრდები ვათამაშოთ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
საბას საუკეთესო 2 სეზონი ქონდა ლოკომოტივში სიომინთან მაგრამ მერე უკვე ძალიან მოუკლო რაც ჩემპიონი გახდა და ლესტერზე წავიდა ლაპარაკი აი ზუსტად მაგ პერიოდში დაიწყო მისი პრობლემებიც ჯერ ტრამვა და მერე ამოვარდნა ძირთადი შემადგენლობიდან საგრძნობლად გაექცა წონაც რამაც სათამაშო ფორმაზეც იმოქმედა როტორში რომ თამაშობდა იქ უკვე ძალიან ბევრი შეცდომები ქონდა არადა იდეაში როტორში იმიტომ წავიდა რომ სათამაშო ფორმა აღედგინა თუმცა არ მოხდა რავიცი 29 წლის ასაკში და 30 წლის ასაკში აქვთ მცველებს კარიერაში საუკეთესო წლები იმედი მაქვს უკრაინის ლიგაში სათამაშო პრაქტიკა ექნება და ფორმას აღიდგენს თუმცა კარიერული თვალსაზრისი უკან გადაგმული ნაბიჯია.
giorgi
03:03 15-10-2021
0
29 წელი ცენტრალური მცველისათვის არაფერი ასაკი არ არის. საუკეთესო მონაცემების პატრონი იყო, რომელიც ვერ გამოიყენა. დრო ჯერ კიდევ აქვს მაგრამ ძალიან მძიმე და ბევრი მუშაობის შემთხვევაში. არ ვიცი ნებისყოფა და შრომისუნარიანობა ეყოფა თუ არა. ისიც საკითხავია, თვითონ რა მიზანი აქვს - თავის მაქსიმალურ დონეზე ასვლა თუ უბრალოდ მშვიდი და დაუძაბავი თამაში განსაკუთრებული ამბიციების გარეშე.
არტ
03:22 15-10-2021
0

სიახლეები პოპულარული