დაპირისპირება "ლოკოს" ხელმძღვანელობასთან, სტვენა და უპატივცემულობა "რკინიგზელებისგან..." - რუსული მედია ხვიჩაზე წერს

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-11 ტურში ხვიჩა კვარაცხელია "რუბინის" მაისურით თავის ყოფილ გუნდ "ლოკომოტივს" კვლავ დაუპირისპირდება. ამ შეხვედრის შესახებ რუსული Championat-ი საკმაოდ ვრცლად წერს:

"მატჩის ყურება არა მხოლოდ ახალი მთავარი მწვრთნელის, მარკუს გისდოლის დებიუტის, არამედ ხვიჩა კვარაცხელიას გამოც ღირს, რომელმაც  მოსკოვური კლუბი სკანდალით დატოვა, ის კი მათ წინააღმდეგ ისევ ითამაშებს. ქართველი გარემარბისთვის ეს მატჩი სუპერპრინციპული იქნება. ხვიჩას "ნიჟნი ნოვგოროდის" წარუმატებელი თამაშის დავიწყება და კვლავაც ძველებურად ათამაშება სჭირდება. დროა, ევროპაში ჩაშლილი ტრანსფერის გამო მასზე ზეწოლა შეწყდეს."

როგორ გაატარა ხვიჩამ თავისი ერთადერთი სეზონი "ლოკოში"?

"2019
წლის თებერვალში "რუსთავიდან" სეზონის ბოლომდე იჯარის წესით მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა. რამდენიმე მატჩი ახალგაზრდა ტალანტის ადაპტირებისთვის და სადებიუტო გოლის გასატანად საკმარისი იყო... სწორედ "რუბინთან". თავად ხვიჩამ თქვა, რომმისი ოცნება "ლოკომოტივში" თამაში იყო.

იური სიომინმა იწინასწარმეტყველა, რომ ქართველი ახალ გუნდში ფესვებს გაიდგამდა. კვარაცხელიამ "რკინიგზელების" რიგებში მოლოდ 10 თამაში ჩაატარა და ეს გოლი ერთადერთ ეფექტურ ქმედებად დარჩა.

ზაფხულში ხვიჩას გუნდიდან წასვლამ "წითელ-მწვანე" გულშემატკივრები გააღიზიანა. კლუბის ხელმძღვანელობამ დიდი პოტენციალის მქონე გარემარბი არ გამოისყიდა, უბრალოდ მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა... რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა იური სიომინი გააღიზიანა:

"ხვიჩა კვარაცხელიას აქ ჩამოსვლა ჩვენთვის დიდი სიურპრიზი იყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ გამოვისყიდდით. ის დიდი ტალანტის მატარებელი სპორტსმენია. განვლილი 6 თვის განმავლობაში ჩვენთან ერთად გაიზარდა, განვითარდა, მისი წასვლის შემდეგ კი ცრემლები ვერ შევიკავე".

"რუსთავში" დაბრუნებულმა ხვიჩამ კლუბთან არსებული კონტრაქტი მალევე გაწყვიტა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ქართველი გარემარბი "რუბინთან" ხუთწლიან კონტრაქტზე დიდი ხნით ადრე შეთანხმდა. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტილი ხელშეკრულებიდან 5 დღის შემდეგ "კვარა" "თათრების" ფეხბურთელი გახდა. არადა, თავად ირწმუნებოდა, რომ არ გეგმავდა "ლოკომოტივის" დატოვებას.

მოსკოვური კლუბის დირექტორთა საბჭოს მაშინდელმა თავმჯდომარემ, ანატოლი მეშჩერიაკოვმა, კომენტარი ხვიჩას გუნდიდან წასვლაზე გააკეთა:

"კვარაცხელიაზე კონტრაქტი დიდი ხნის წინ იყო შემოთავაზებული, მხარეები კი შეთანხმებას ველოდით. ის ტექნიკური საკითხების გაფორმებას ელოდა, თუმცა ვერ გაიგებ, სხვის თავში რა ხდება.

ჩემი გაგებით: არსებობს შეთანხმებული კონტრაქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ".

კვარაცხელიას ყოფილ კლუბთან ურთიერთობა საგრძნობლად გაუარესდა. მან მოსკოვის გუნდის ხელმძღვანელობა სიცრუეში დაადანაშაულა.

როცა 2019/20 წლების სეზონის პირველ ტურში ქართველი გარემარბი "ლოკომოტივს" დაუპირისპირდა, კვარაცხელიას მიერ ბურთის თითოეულ შეხებას თან გულშემატკივართა სტვენა ახლდა. პირველი ტაიმის შუაში "ლოკომოტივს" შესაძლებლობა მიეცა, დაწინაურებულიყო, მაგრამ ანტონ მირანჩუკმა პენალტი ვერ გამოიყენა. 66-ე წუთზე მოსკოველებმა ანგარიში მაინც გახსნეს -  ალექსეი მირანჩუკის გოლით, მაგრამ 10 წუთის შემდეგ სტუმრებმა კვარაცხელიას ძალისხმევით წონასწორობა აღადგინეს. ასეთ დროს, ხვიჩამ გოლი არ აღნიშნა და დემონსტრაციულად ხელები ასწია.

მაგრამ მეორე, მესამე და მეოთხე მატჩი მისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ კოშმარად იქცა - არც ერთი ეფექტური მოქმედება და სამი მარცხი.

შაბათს, 16 ოქტომბერს, ქართველი გარემარბი "რკინიგზელებს" მეხუთედ დაუპირისპირდება. ალბათ, ხვიჩა, მისი ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, კვლავ სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს, მაგრამ სლუცკი, რომელიც  მოთამაშის "ლოკომოტივთან" ურთიერთობის ისტორიას იხსენებს, რა თქმა უნდა, რეაბილიტაციის შანსს მისცემს. "კვარა" "რუბინს"  ჩემპიონატში მარცხიანი სერიის დასრულებაში უნდა დაეხმაროს."

ყაზანის "აკ ბარს არენაზე" გასამართი შეხვედრა შაბათს, 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება. "ლოკომოტივი" 17 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, ხოლო "რუბინი" 14 ქულით მე-9 პოზიციაზე იმყოფება.

alt"კვარაცხელიას თუ რაიმე არ გამოუვა, არ უნდა „დამჟავდეს“ და დანებდეს“ - ამბობს „რუბინის“ ყოფილი ფეხბურთელი

alt"რთული პერიოდია, ბევრია თქვენზე დამოკიდებული..." - შოთა არველაძე კვარაცხელიასა და ჩაკვეტაძეს მიმართავს

მკითხველის კომენტარები / 9 /
Მართლა ჟორა ხარ!ვინ ჟორამ გითხრა რო სიომინს ან უყვარს ან რა ჟორადან იცი რო არ უყვარს ქართველები? Ან დალევა რო უყვარს ვინ ჟორამ გითხრა?თუ გუშინაც სიომინთან იქეიფე?მართლა რო ჟორა ხარ როგორ გეტყობა.ნამდვილი რუსი გინახია შე მართლა ჟორა შენა
ჟორა-ს
19:06 15-10-2021
7
ხვიჩამ რაც ვარცხნილობაზე დაიწყო ზრუნვა და მუსიკალურ კლიპებში მონაწილეობა, აი მანდ დაუშვა შეცდომა…
დათო
18:57 15-10-2021
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული