ზურიკო ფორმაში შედის! ქართველმა შემტევმა "ზენიტს" გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერ ლიგის მე-11 ტურში ტულის "არსენალმა" "ზენიტს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

მთელი შეხვედრის განმავლობაში სტუმრები დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა გოლი ვერ გაიტანეს.

მეორე ნახევარში, კერძოდ, 53-ე წუთზე მასპინძლები ზურიკო დავითაშვილმა დააწინაურა 2021/22 წლების სეზონში რიგით მეორე გოლი გაიტანა.

"ზენიტის" შემადგენლობიდან არტიომ ძიუბამ ანგარიში 88-ე წუთზე გაათანაბრა, საბოლოო ანგარიში კი კინგს კანგვამ 90-ე წუთზე ულამაზესი შორეული გასროლით დააფიქსირა.

ამრიგად, "არსენალი" 11 ტურის შემდეგ 12 ქულით მე-12 ადგილს იკავებს მომდევნო შეხვედრას 23 ოქტომბერს, "როსტოვის" წინააღმდეგ გამართავს.

"ზენიტი" 23 ქულით 1-ელ
ადგილზე იმყოფება, შემდეგ მატჩს 24 ოქტომბერს მოსკოვის "სპარტაკს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ასეთი ერთი შეხებით მიღება და მერე ზუსტი დარტყმა არის უდიდესი შრომის შედეგი, ადრე სულ რაღაც აკლდებოდა და ის რაღაც, ზუსტად ნაკლები შრომის გამო იყო თუ ასე გააგრძელებს , კარგ დონეს მიაღწევს, წარმატებები მას და ჩვენს ნაკრებს, ასეთი კაცი გვჭირდება.
ბრავო
01:26 17-10-2021
0
ზუკა გენაცვალე გულში,წარმატებები
გია
21:19 16-10-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული