ნაკრებიდან დაბრუნებულმა მიქაუტაძემ "უნიონს" გოლი გაუტანა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებიდან ტრავმით "სერენში" დაბრუნებულმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის ჩემპიონატის მე-11 ტურში გასვლაზე "უნიონის" კარი დალაშქრა.

31-ე წუთზე სტუმრები ჯალოუმ დააწინაურა, ხოლო 35-ეზე მიქაუტაძემ გაიტანა და პირველი ტაიმის შემდეგ "სერენი" 2:0-ს იგებს. აღსანიშნავია, რომ 45-ე წუთზე მსაჯმა მასპინძელთა ნახევარმცველი ამანი გააძევა.

გიორგიმ ჩემპიონატზე 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა და ამას გარდა, მის ანგარიშზე თასზე 3 გოლია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგ - პირველი ტაიმი...
მერე?.. მერე?..
მერე ის, რომ შემოუყვანიათ ვინმე იაპონელი და კაცნაკლულმა მეტოქემ მისი ჰეთთრიკით გაიმარჯვა 4:2, სამწუხაროდ...
ბესო შიოშვილი
21:15 16-10-2021
0
წარმატებები გიორგის.
გიზოგ
20:45 16-10-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული