აქტიურმა კვარაცხელიამ 91-ე წუთზე მახვილი კუთხიდან ვერ გაიტანა და "რუბინმა" 93-ე წუთზე გამარჯვება ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგაზე ზედიზედ სამი წაგების შემდეგ „რუბინი“ საკუთარ მოედანზე მოსკოვის „ლოკომოტივთან“ ფრეს დასჯერდა - 2:2.

ყაზანური გუნდის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ სასტარტოში დააყენა და აქტიურიც იყო. პირველ ტაიმში მისი განივი გადაცემის შემდეგ ონუგჰამ ვერ შეძლო გატანა, შემდეგ მარადიშვილს გაექცა, საჯარიმოში ბარინოვთან შეჯახებისას წაიქცა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. ამას გარდა, დაცვასაც ეხმარებოდა და მარადიშვილის სახიფათო შეტევა ჩაშალა. 36-ე წუთზე კი მასპინძლები დრეიერმა დააწინაურა.

მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 66-ე წუთზე კვარაცხელიას წამოწყებული კომბინაციის მერე ოგნუჰამ დაამწუხრა „ლოკო“, თუმცა
მალე სმოლოვმა ანგარიში შეამცირა. 91-ე წუთზე ხვიჩა ისევ გაექცა მეურვეს და შეეძლო მატჩის ბედი გადაეწყვიტა, მაგრამ მახვილი კუთხიდან გოლის გატანა მეკარემ არ დაანება, ხოლო 93-ე წუთზე დედაქალაქელთა შემტევმა ჟამალეტდინოვმა ანგარიში გაათანაბრა და "რუბინმა" თითქმის მოპოვებული გამარჯვება ხელიდან გაუშვა.

"რუბინი" 15 ქულით მე-8 ადგილზეა და 24 ოქტომბერს გასვლაზე "უფას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ეგრე დესპოტოვიჩს ჰქონდა შარშან კვარაზე მეტი გოლი მაგრამ სეზონის საუკეთესო კვარა გახდა. მწვრთნელმა თქვა, რომ ასისტებსაც და მოპოვებჯლ პენლებსაც შედეგიანობაში უთვლის და საერთოდ ისეთი ხარისხიანი თამაში დადო გასულ წელს, ყოველ მეორე თამაშზე საუკეთესო ხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ ჰქონდა გატანილი იმ თამაშებზე. პლიუს ამას ის 4 თუ 5 გოლი რაც გაიტანა, ყველა გადამწყვეტ მომენტში.
Herbst
17 ოქტომბერი 2021 13:36
0
დრეიერმა რამდენიმე შეხვედრაში გაიტანა იმდენი გოლი ლამის,რამდენიც კვარაცხელიას მთელ კარიერაში აქვს გატანილი, ლამაზი ფეხბურთი ვის უნდა თუ ის შედეგიანი არაა? ბოლოს გოლი როდის გაიტანა კვარაცხელიამ ან საგოლე გადაცემა როდის გააკეთა :დდ სტატისტიკაა დღეს ფეხბურთი და არა ფინტი და დრიბლინგები
Tom
17 ოქტომბერი 2021 12:39
15
არაა მასე ლამაზი ფეხბურთი ვის უნდა და მაყურებელს, ფეხბურთი მარტო ანგარიში არაა, სანახაობაა თუ გიყვარს და თუ ფსონებს დებ ხო, მაშინ მარტო ანგარიშია.
ტომს
17 ოქტომბერი 2021 22:08
0
ეს ის ძველი ხვიჩას თამაში არ იყო.ძველებურად ყველაფრის მიუხედავად არ გარბოდა შეტევაში დრიბლინგით,მაგრამ დაცვაში თამაშობდა ძალიან ბევრს და საკმაოდ კარგად.წინაც რამდენჯერმე კარგად გაამწვავა,მაგრამ ეს მაინც ის არ იყო.მეკარის შეცდომამ,ყველაფერი წყალში ჩაუყარათ,თუმცა მცველებმაც თითქმის შეატენეს პასი და აჩქარდა მოსაგერიებლად.თუმცა ეს არ ამართლებს.მატჩის ერთერთი გმირი უნდა გამხდარიყო და ანტიგმირად გადაიქცა.ზურიკოს თამაშს,არსენალის შემადგენლობაში, იმ მომენტიდან ვუყურე,გოლი რომ გაიტანა.მომეწონა.გოლიც საკმაოდ რთული დასამუშავებელი პასიდან გაიტანა და უკანაც ბევრს ეხმარებოდა.ძალიან მაგარი მეორე ტაიმი გამოვიდა,სასწაული დასასრულით და ზენიტის დამარცხებით.ასე მგონია,ზურიკო უკვე გაიხსნა.ნაკრებში ორი გოლი,იქაც მგონი ორი გოლი და სულ ბოლო თამაშებში.თავდაჯერება უკვე ეტყობა და მჯერა კიდევ მოუმატებს.ისევე როგორც ხვიჩა.
სოსო
16 ოქტომბერი 2021 22:06
0
რუსული საშუალო გუნდის საშუალო ფეხბურთელიაო.დიდ ქართველ ტალანტებს როდის შეგუებიან რუსები ახლა,რომ შეეგუონ.ხოდა თქვენც შეუწყვეთ ხელი ჯერ იქ მისი ჩაყვანით და მერე მაგგვარი კომენტარებით.
ილია
16 ოქტომბერი 2021 22:01
11
რეალურად მასეა წელს რუბინის წამყვანი ფეხბურთელიც აღარაა და თქვენს თვალში თუ გინდათ პელე და მარადონა იყოს ერთად რეალობას არ ცვლის ეგ
დათო
17 ოქტომბერი 2021 14:10
1
კვარაცხელია არის რუსეთის ჩემპიონატის საშუალო გუნდის საშუალო ფეხბურთელი
Zaza
16 ოქტომბერი 2021 21:24
37
ძალად ექსპერტ, პეჩატი არ გაგივარდეს ჯიბიდან სანამ საბოლოო ბეჭედს დაარტყამ.
ტიპი
16 ოქტომბერი 2021 23:04
3
ვინც კვარას თმებზე ნერვიულობდით,დღეს ზონარით ჰქონდა დამაგრებული და აღარ უშლიდა ხელს, იმედია დამშვიდდებით :დდ
ადეკვატური გულშემატკივარი
16 ოქტომბერი 2021 21:11
3
იფიქრა და მოიფიქრა არა?
!!
16 ოქტომბერი 2021 22:29
0
გეგონება თერთმეტმეტრიანი ააცილა... მთლიანობაში კარგი მატჩი ქონდა ხვიჩიას... ართმევებზე საკმაოდ კარგად გაისარჯა ასევე აქტიური იყო შეტევაშიც, საგოლე მაინც რო გაეკეთებინა MVP გახდებოდა აუცილებლად...
ილია თითქმის მართალი
16 ოქტომბერი 2021 21:05
0
მეკარე "ძიუპინ", წინა თამაშში ხომ კვარას დააბრალე წაგება. ახლა უაზრო ქმედება რომ არ გაეკეთებია ბოლო წამზე, იგებდა გუნდი.
კვარამაც კარგად ითამაშა და ის კორეელი მაგარი ჰყავთ კიდე.
დრეიერი ბევრით არაფრით გამოირჩეოდა იმ გოლის გარდა, აღნიშნა კიდეც კომენტატორმა.
კვარა და კორეელი იყვნენ საუკეთესოები ჩემი აზრით.

Winter
16 ოქტომბერი 2021 20:53
0
ეგ ინ ბომი დაუღლელია ! თითქოს მატორი უყენიაო DD როგორვ კი გაიყვანეს ეგრევე აირია რუბინის ცენტრი და კიდევაც გაუშვეს უაზრო გოლი
ზურა222
17 ოქტომბერი 2021 00:08
0
ხვიჩა, გვეიმედები! (თამაშს ვერ ვუყურე)
100%
16 ოქტომბერი 2021 20:46
0
რომ ვერ გაიტანა ცუდია, მაგრამ ბოლო შეხვედრებთან შედარებაც არ შეიცლება დღეს გაცილებით კარგი იყო.
hhh
16 ოქტომბერი 2021 20:42
0

სიახლეები პოპულარული