აქტიურმა კვარაცხელიამ 91-ე წუთზე მახვილი კუთხიდან ვერ გაიტანა და "რუბინმა" 93-ე წუთზე გამარჯვება ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგაზე ზედიზედ სამი წაგების შემდეგ „რუბინი“ საკუთარ მოედანზე მოსკოვის „ლოკომოტივთან“ ფრეს დასჯერდა - 2:2.

ყაზანური გუნდის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ სასტარტოში დააყენა და აქტიურიც იყო. პირველ ტაიმში მისი განივი გადაცემის შემდეგ ონუგჰამ ვერ შეძლო გატანა, შემდეგ მარადიშვილს გაექცა, საჯარიმოში ბარინოვთან შეჯახებისას წაიქცა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. ამას გარდა, დაცვასაც ეხმარებოდა და მარადიშვილის სახიფათო შეტევა ჩაშალა. 36-ე წუთზე კი მასპინძლები დრეიერმა დააწინაურა.

მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 66-ე წუთზე კვარაცხელიას წამოწყებული კომბინაციის მერე ოგნუჰამ დაამწუხრა „ლოკო“, თუმცა
მალე სმოლოვმა ანგარიში შეამცირა. 91-ე წუთზე ხვიჩა ისევ გაექცა მეურვეს და შეეძლო მატჩის ბედი გადაეწყვიტა, მაგრამ მახვილი კუთხიდან გოლის გატანა მეკარემ არ დაანება, ხოლო 93-ე წუთზე დედაქალაქელთა შემტევმა ჟამალეტდინოვმა ანგარიში გაათანაბრა და "რუბინმა" თითქმის მოპოვებული გამარჯვება ხელიდან გაუშვა.

"რუბინი" 15 ქულით მე-8 ადგილზეა და 24 ოქტომბერს გასვლაზე "უფას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 21 /
პირველ ტაიმში სუფთა საგოლე გაუფუჭა თანაგუნდელმა. მეორე გოლში უდიდესი წვლილი შეიტანა.დღეს ძალიან აქტიური იყო და კარგად ითამაშა, უბრალოდ მეტს ველით და ვითხოვთ მისგან. ამდენი მაგარი მატჩი გადის და რუსული გუნდის თამაშს როგორ უნდა უყურო, თუმცა დღეს მეორე ტაიმში ისეთი სანახაობრივი ფეხბურთი შემოგვთავაზა ორივე გუნდმა, საკმაოდ გამიკვირდა.
Michael
20:07 16-10-2021
0
გეგონება თერთმეტმეტრიანი ააცილა... მთლიანობაში კარგი მატჩი ქონდა ხვიჩიას... ართმევებზე საკმაოდ კარგად გაისარჯა ასევე აქტიური იყო შეტევაშიც, საგოლე მაინც რო გაეკეთებინა MVP გახდებოდა აუცილებლად...
ილია თითქმის მართალი
21:05 16-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული