ყაზაიშვილის მაგარი გოლი და ვაკო ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და კორეული "ულსან ჰიუნდაის" ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ შეხვედრაში ანგარიში გახსნა.

"ულსანი" თანამემამულე "ჩონბუკ მოტორსს" გასვლაზე ხვდება, ვაკომ კი გოლი მე-13 წუთზე გაიტანა, შეხვედრის ძირითადი დრო კი ფრედ, 2:2 დასრულდა. ვაკოს გუნდმა დამატებით დროში 1 გოლის შეგდება მოახერხა და ნახევარფინალში გავიდა, რამეთუ აღნიშნულ ეტაპზე დაპირისპირებებში გამარჯვებულები 1 მატჩში გამოვლინდებიან.

ყაზაიშვილმა მოედანზე 110 წუთი გაატარა.

"ულსანი" ნახევარფინალში ისევ კორეულ "პოჰან სთილერსს" შეხვდება, რომელიც K ლიგის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს, ხოლო 1/4-ფინალში იაპონიის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორ "ნაგოია
გრამპუსს" 3:0 სძლია.

აღსანიშნავია, რომ 1/8-ფინალში "ულსანმა" იაპონიის ჩემპიონი "კავასაკი ფრონტალე" დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული