"ხვიჩა უმატებს და ნებისმიერი გუნდისთვის სასარგებლო იქნება" - "რუბინის ყოფილი მწვრთნელი

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატზე "რუბინის" "ლოკომოტივთან" ფრედ დასრულებული მატჩი (2:2) ყაზანური გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა რინატ ბილიალეტდინოვმა БИЗНЕС Online-სთან ინტერვიუში მიმოიხილა და ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესს გაუსვა ხაზი.

- არის შეგრძნება, რომ ხვიჩა ისევ იწყებს შარშანდელი ფორმის "აკრეფვას"?
- უკვე იციან, მისგან რას უნდა მოელოდნენ, ცდილობენ ყველა ხაზები გადაუკეტონ, თუმცა ბურთის შესანიშნავად ფლობის ხარჯზე, მეტოქეებს უკან დახევას აიძულებს. უკან დახევას საკუთარ საჯარიმომდე, სადაც მცველებს სულ უფრო და უფრო უჭირთ - მას შეუძლია მოძრაობაზე დაიჭიროს და პენალტი გამოიმუშაოს. ეს ელემენტი ხვიჩამ ჩინებულად აითვისა და ასეთი მოთამაშე
ნებისმიერი გუნდისთვის სასარგებლო იქნება.

ძნელი სათქმელია, იბრუნებს თუ არა ის ყოფილ დონეს. ხვიჩა არც ისე ხშირად, როგორც ადრე, ხვდება კადრში, არ იგრძნობა მისი სუნთქვა, გაუგებარია მისი აჩქარებითი სამუშაო, მაგრამ პროგრესი სხვა რამეშია აღსანიშნავი - ახლა უფრო ხშირად ჩადის უკან, პირდაპირ საკუთარ საჯარიმოსთან. დაცვაში მისი სამუშაო ყოველთვის აქტიური არ არის, თუმცა ადვილად ბურთის მიღების უფლებას მოწინააღმდეგეს არ აძლევს. ღრმად უკან დახევა შეტევაში შემდგომი ჩართვით კი სერიოზულ ფიზიკურ სამუშაოს მოითხოვს. ამიტომ მე თქვენ აზრს დავეთანხმები - ხვიჩა უმატებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ხვიჩა პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვისაც პერსონალურად ვგულშემატკივრობ. იმხელა ნიჭი და მონდომება დავინახე ამ ფეხბურთელში, ისევე როგორც სხვა მაღალი დონის მოთამაშეებში დამინახავს, ვისთვისაც მიგულშემატკივრია.
იმდენმა ფეხბურთელმა გაიარა ჩემს თვალწინ, კარიერის დასაწყისიდან, დასასრულამდე.
ახლა ზოგი დაბერდა, ზოგმა კარიერა დაასრულა, ზოგი ჭ კლასის გუნდში გადავიდა სიბერის ჟამს.
ვგულისხმობ ინიესტას, ფერნანდო ტორესს, დავიდ ვილიას, პუიოლს, იკერს, ფაბრეგასს... ეს ხალხი იყო ვინც ფეხბურთი შემაყვარა, ჩემს ბავშვობაში ესენი იყვნენ, ვინც საოცრებებს ჩადიოდნენ, სხვა თაობის ხალხს ალბათ სხვები ეყოლებათ ფავორიტებად.
ვისაც ვგულშემატკივრობდი არასოდეს ზურგი არ შემიქცევია არცერთისთვის, აღმასვლის თუ დაღმასვლის მიუხედავად.
მახსოვს ფერნანდო ტორესი ჩელიში რომ გადავიდა, იმხელა ფსიქოლოგიური წნეხი ჰქონდა, კართან მიტანილ ბურთს ვერ იტანდა ცარიელ კარში. ლივერპულში დაფრინავდა ტიპი. ნუ ეგ ცალკე ისტორიაა.
არანორმალურად მინდა ხვიჩამ თავბრუდამხვევი კარიერა გაიაროს. ფსიქოლოგიური ზეწოლებიც იქნება, ცუდი თამაშიც და გაფუჭებული პენლებიც მაგრამ ყველაფრის დაიგნორება და მომდევნო თამაშზე ფიქრი არის ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს.
წარმატებები კვარა!
Herbst
20:18 17-10-2021
0
ხიჩას ვინმემ უნდა ურჩიოს, რომ არ წაიკითხოს მსგავსი სტატიები და კომენტარები. არც კრიტიკა და არც ქება-დიდება. აკეთოს თავისი საქმე და მხოლოდ ფეხბურთზე იყოს კონცენტრირებული.
კადრში რამენჯერაც მოხვდა გასახდელში იმდენი ტელეფონი უჭირავს და სქროლავს. სავარაუდოდ ყველაფერს კითხულობს რაც იწერება :დდ
კომენტარების კითხვამ შეიძლება ნებისმიერი ადამიანი გააგიჟოს
ადეკვატური გულშემატკივარი
19:38 17-10-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული