ქეცბაიას გუნდი კიდევ ერთხელ დამარცხდა - "გოლებს მარტივად ვუშვებთ"

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი" კვიპროსის ჩემპიონატის კიდევ ერთ შეხვედრაში დამარცხდა - "აელთან" სტუმრად 1:2. სამივე გოლი პირველ ტაიმის 9-წუთიან მონაკვეთში გავიდა - მასპინძლები მე-17 წუთზე ავტოგოლით დაწინაურდნენ. ფამაგუსტელებმა მალევე, 23-ზე გაათანაბრეს, თუმცა ზუსტად სამ წუთში გოლი ისევ საკუთარ კარში მიიღეს.

გიორგი ლორიამ 90 წუთი ითამაშა, ნიკა ნინუა და ნიკა კაჭარავა კი არ გამოჩენილან. მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაია გულდაწყვეტილი იყო:

"რთულია საუბარი... სამწუხაროდ, დაცვაში დაშვებული შეცდომების გამო დავმარცხდით. გოლებს მარტივად ვუშვებთ.

კარგად ვითამაშეთ მშვენიერი გუნდის წინააღმდეგ, ვდომინირებდით, კარგი შანსებიც გვქონდა, განსაკუთრებით, მეორე
ტაიმში. ასე რომ, ჩემს მოთამაშეებთან სასაყვედურო არაფერი მაქვს.

ჩვენმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, გამარჯვება შესაძლებელი იყო. უნდა ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე და ამას ვერ ვაკეთებთ... გუნდმა კარგად ითამაშა, ეს იმედს გვაძლევს - მეტად კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ!"

"ანორთოსისს" 5 შეხვედრის შემდეგ მხოლოდ 6 ქულა აქვს, მომდევნო ტურში, 25 ოქტომბერს, გათამაშების ლიდერ "აეკს" უმასპინძლებს. მანამდე, 21-ში კი, კონფერენს ლიგის ეგიდით - "ფლორას".

altფამაგუსტელები კაჭარავას დაბრუნებას ელიან - "ქეცბაიას სურს, გოლები ფორვარდებმა გაიტანონ"

altევროტურნირები გუნდს შეუფერხებლად მუშაობაში ეხმარება - თემურ ქეცბაია 13 წლის შემდეგ

alt"სახელმძღვანელო ქეცბაიასთვის" - "ანორთოსისი" 3 მცველით უკეთ თამაშობს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული