
როგორც "სლოვანის" ოფიციალური გვერდი წერს, მასპინძელთა გულშემატკივრები სტადიონის სახურავზე ავიდნენ, თან კი პიროტექნიკა და ქვები ჰქონდათ. ასევე, საორგანიზაციო სამსახურის არასაკმარისი რაოდენობის გამო 200-ზე მეტმა გულშემატკივარმა მოედანზე შეღწევა მოახერხა, რის გამოც მატჩი ჩაიშალა.
მოგეხსენებათ, ბრატისლაველებს ვლადიმირ ვაისი წვრთნის, ხოლო გუნდში გურამ კაშია და ჯაბა კანკავა გამოდიან.
21 ოქტომბერს "სლოვანი" კონფერენს ლიგაზე "ლინკოლს" უმასპინძლებს, 3 დღის შემდეგ კი სლოვაკეთის ჩემპიონატში, სადაც ლიდერის პოზიციაზე არიან - "მიკულასს".