წიტაიშვილი არასასურველ გუნდსა და სიტუაციაში აღმოჩნდა

AutoSharing Option
უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელია საქართველოს ნაკრების 20 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი, მაგრამ აშკარად არ გაუმართლა, როდესაც კიევის "დინამოს" მწვრთნელად მირჩა ლუჩესკუ დანიშნეს. რუმინელს რატომღაც თვალში არ მოუვიდა ჩვენებური, გასულ წელს "ვორსკლაში" იჯარით გაუშვა, სადაც მძიმე ტრავმა მიიღო და მთელი სეზონი გაუცდა. ზაფხულში ლუჩესკუმ გიორგი ერთ შეკრებაზე წაიყვანა და შემდეგ თავისი გუნდის სხვა 15 ფეხბურთელთან ერთად "ჩერნომორეცში" ისევ იჯარით მიავლინა.

"ჩერნომორეცზე" ადრეც მოგიყევით და თავს მეტად არ შეგაწყენთ, მხოლოდ შეგახსენებთ, რომ ფაქტობრივად, თავის მწვრთნელებიანად "დინამოს" დუბლებია, რაც ოდესელებს არ მოსწონთ და არც
გულშემატკივრობენ. პირიქითაც შეიძლება ითქვას. აქედან გამომდინარე, გუნდის უხეირო ასპარეზობაც არაა გასაკვირი.

უკრაინის პრემიერლიგის მე-11 ტურში "ჩერნომორეცი" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა "ვერესთან", რომელიც მე-20 წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა. ოდესელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ 65-ე წუთზე ილია პუტრიამ პენალტი ვერ გამოიყენა. "ჩერნომორეცში" 82-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ბექა ვაჩიბერაძე, ხოლო წიტაიშვილმა სრულად ითამაშა და თავის გუნდში ერთადერთი იყო, ვინც შეტევების ორგანიზებას ცდილობდა, პასებსაც ანაწილებდა, მაგრამ ასეთ არაორგანიზებულ გუნდში ძნელია თავის წარმოჩენა და პროგრესირება. არადა, ასეთ ნიჭიერ ახალგაზრდას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება წინსვლა და დახვეწა. ერთი სიტყვით, კარიერაში ბევრი რამ ბედზეა დამოკიდებული და იმედია, გიორგი არ დანებდება და გულს არ გაიტეხს.

"ჩერნომორეცი" 6 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა და 23 ოქტომბერს "ლვოვს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თურქეთის ჩემპიონატი მოუხდებოდა!
*გიორგი
15:32 19-10-2021
0
მართალია მაინც არავის ესმის მაგრამ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში თამაში საფრთხეს წარმოადგენს კარიერისთვის...
ვენეციის კომისია
13:43 19-10-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული