კონფერენს ლიგაზე ორი მატჩის მოგების შემდეგ დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ საკუთარ მოედანზე მოულოდნელად 1:2 დამარცხდა „პაოკთან“.
მე-9 წუთზე მასპინძელთა მეკარე გრაბარამ საჯარიმოს გარეთ მეტოქის თავდამსხმელ მიტრიცას შეჩერება სცადა, ბურთზე ხელით ითამაშა და გააძევეს, რამაც მატჩის შემდგომ მიმდინარეობაზე სერიოზული გავლენა მოახდინა. ამის მერე პირველ ტაიმში სტუმრებმა ორი გოლი გაიტანეს, მეორე ტაიმში კი „კოპენჰაგენმა“მხოლოდ ანგარიშის შემცირება შეძლო.
ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა და tipsbladet.dk-ის მტკიცებით, საუკეთესოდ გაისარჯა: „დაცვაში ნამდვილი მებრძოლია, ქართველმა რამდენჯერმე საუცხოოდ იმოქმედა, ვარდნასა და ბრძოლაში მოწინააღმდეგეებს ბურთი აართვა. სხვა ეპიზოდებშიც კარგად ითამაშა, მაგრამ
ეს იყო ყველაზე მთავარი“.
F ჯგუფში, სადაც „სლოვანიც“ ასპარეზობს, 7 ქულით „პაოკი“ გალიდერდა, ხოლო 6 ქულით მეორე ადგილზე „კოპენჰაგენია“, რომელიც ბერძნულ გუნდს 5 ნოემბერს სალონიკში დაუპირისპირდება და რევანშის აღებას შეეცდება.