09:42 22-10-2021
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
AutoSharing Option
ქართველმა ნახევარმცველმა 23-ე წუთზე ანგარიში 3:0 გახადა, თუმცა ტაიმის ბოლომდე მასპინძლებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. ვეტერანი პოლონელი კალიმ ბილინსკი ჰეთ-თრიკის ავტორი გახდა.
35 წლის ქართველმა ნახევარმცველმა (რომელიც 68-ე წუთზე შეცვალეს) ახალი გუნდის მაისურით მესამე გოლი გაიტანა. მერებაშვილს საქართველოს ნაკრებში გამოძახების იმედი ისევ აქვს, რაც sportall.ge-სთანაც დაადასტურა.
"პოდბერსკიძემ" 13 ტურის შემდეგ 21 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილს იკავებს, კვირას, 24 ოქტომბერს კი ერთ-ერთ აუტსაიდერ "ზაგლებიეს" ესტუმრება.
გიორგი მერებაშვილი პლოცკელთა ყველა დროის საუკეთესო თერმეტეულში მოხვდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული


