გასულ ტურში ქართველი ფორვარდის გოლმა მის გუნდს ვერ უშველა და "სერენმა" 2-ბურთიანი უპირატესობა გაანიავა ("უნიონთან" 2:4 დამარცხდა). არადა, "ვარეგემთან" დიდი ანგარიშით (5:1) გამარჯვების შემდეგ "ჟორჟის" გუნდისთვის კიდევ ერთი წარმატება კრიზისიდან სრული გამოსვლის გარანტი იქნებოდა.
მიქაუტაძესა და მის თანაგუნდელებს 12 ქულა აქვთ და მე-14 პოზიციაზე არიან, საქართველოს ნაკრების შემტევმა კი ჟუპილერ ლიგაში მხოლოდ 5 შეხვედრა გამართა (გუნდს გვიან დაუბრუნდა) და ამდენივე გოლის ავტორია - გასული ტურის გარდა,
გამარჯვების შემთხვევაში, "სერენი" გიორგი ჩაკვეტაძის "გენტს" (რომელსაც 14 ქულა აქვს), მინიმუმ, 2 ქულით გადაასწრებს.
დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე შედგება.