კვირკველია უახლოეს შეხვედრებში ძალიან გამოგვადგება - "მეტალისტის" მწვრთნელი ქართველი მცველის მზადებაზე

AutoSharing Option
დღეს, 22 ოქტომბერს, უკრაინის ჩემპიონატის მე-12 ტურში, საბა კვირკველიას  "მეტალისტ 1925" "ინჰულეცს" უმასპინძლებს. ხარკოველთა მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კრივენცოვმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ქართველ მცველზეც ისაუბრა:

"კვირკველია ფორმაში შედის. რა თქმა უნდა, როცა მოთამაშე ივნისის შემდეგ უკლუბოდაა, მას გარკვეული დრო სჭირდება.

იმედი გვაქვს, საბას გამოცდილება და თამაშის ხედვა უახლოეს მატჩებში ძალიან გამოგვადგება".

შეგახსენებთ, კვირკველია უკრაინულ კლუბში ახლახან ჩაირიცხა. "მეტალისტს" 15 ქულა აქვს და მე-8 ადგილს იკავებს. დღევანდელი დაპირისპირება თბილისი დროით 20:30 საათზე დაიწყება.

alt"ლესტერის" ლეგენდა "მეტალისტში", ქართველი ფეხბურთელები "ფეიკები" არიან" - რუსი და

უკრაინელი ფანები კვირკველიას ტრანსფერზე

alt"ახალი გუნდი, იმედები, ამოცანები, ანეკდოტები და ხუმრობა" - კვირკველიას პირველი უკრაინული ინტერვიუ



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული