კვარაცხელიას გოლი არ ჩაუთვალეს, მაგრამ "რუბინმა" შეხვედრა ხვიჩას ძალისხმევით გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში ბოლოადგილოსანმა "უფამ" ყაზანის "რუბინს" უმასპინძლა და დაუზავდა - 1:1.

აუტსაიდერები ცუდად არ გამოიყურებოდნენ და ყაზანელებს რამდენიმე სწრაფი შეტევა განუხორციელეს.

მე-19 წუთზე აგალაროვმა მასპინძლები თერთმეტმეტრიანით დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ "რუბინის" კარში შესაძლო პენალტი VAR-მა მანამდეც გადაამოწმა, თუმცა არ დაუნიშნავს. "უფას" გატანა 23-ე წუთზეც შეეძლო, თუმცა ყაზანელთა მეკარემ ივარგა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ხანგძლივი კომბინაციის შემდეგ, 34-ე წუთზე გაიტანა, თუმცა საქმეში ისევ VAR-ი ჩაერთო, რომელმაც თამაშგარე მდგომარეობა საეჭვო ვითარებაში დააფიქსირა. ქართველი შემტევი მთელი შეხვედრის განმავლობაში ბევრს ცდილობდა -  თავდაპირველად, დაცვას აქტიურად ეხმარებოდა, შემდეგ კი შეტევაშიც გააქტიურდა.

"რუბინმა"
კვარაცხელიას ძალისხმევით გაათანაბრა - ხვიჩამ მასზე უკეთეს პოზიციაში მყოფი პლიევი ჩამოიცილა და ჟურავლიოვს ავტოგოლი გაატანინა.

შეხევდრაში კიდევ ერთი საკამათო ეპიზოდი იყო, რომელიც ვიდეორეფერის გადაწყვეტილებით, ისევ "უფას" სასარგებლოდ გადაწყდა და მათ კარში პენალტი არ დაინიშნა.

"რუბინი", რომელიც პრემიერლიგაში მე-9 ადგილს იკავებს, 30 ოქტომბერს ცსკა-ს უმასპინძლებს.

altკვარაცხელია სასტარტოშია - ხვიჩა მშრალი სერიის დასასრულებლად!



მკითხველის კომენტარები / 30 /
კარგია. წიტაიშვილიც კარგია. ერთ გუნდში მანახე ესენი, კიტეიშვილთან ერთად სისტემატიურად. ,,ფიფანოს,, მერე მაგ გუნდის გულშემატკივარი ვიქნები. ))
100%
17:28 25-10-2021
1
როგორც ასეთი ავტოგოლი არ არსებობს, რადგან არავის სურვილი არ არის საკუთარ კარში ბურთის გატანა, ანუ ამას ვიღაც აიძულებს. გატანილი ბურთი კი იმას ავტოგოლად ეთვლება ვისაც ამის გაკეთება არ უნდა და არც დაურტყავს თავის კარში, ის კი ვინც დაარტყა მის კარში და აიძულა რიკოშეტით საკუთარ კარში ბურთი შეეგდო, ბურთი გატანილად არ ეთვლება, კანონიერია? ამ შემთხვევაში დამრტყმელს გოლი უნდა ჩაეთვალოს, ხოლო დამცველს გინდათ ავტოგოლად ჩაეთვალოს და გინდ ჯანდაბად. თქვენ რას იტყვით?
ჟორა გაბრიჭიძე
17:23 25-10-2021
2

სიახლეები პოპულარული