კვარაცხელიას გოლი არ ჩაუთვალეს, მაგრამ "რუბინმა" შეხვედრა ხვიჩას ძალისხმევით გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში ბოლოადგილოსანმა "უფამ" ყაზანის "რუბინს" უმასპინძლა და დაუზავდა - 1:1.

აუტსაიდერები ცუდად არ გამოიყურებოდნენ და ყაზანელებს რამდენიმე სწრაფი შეტევა განუხორციელეს.

მე-19 წუთზე აგალაროვმა მასპინძლები თერთმეტმეტრიანით დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ "რუბინის" კარში შესაძლო პენალტი VAR-მა მანამდეც გადაამოწმა, მაგრამ არ დაუნიშნავს. "უფას" გატანა 23-ე წუთზეც შეეძლო, თუმცა ყაზანელთა მეკარემ ივარგა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ხანგძლივი კომბინაციის შემდეგ, 34-ე წუთზე გაიტანა. საქმეში ისევ VAR-ი ჩაერთო, რომელმაც თამაშგარე მდგომარეობა საეჭვო ვითარებაში დააფიქსირა. ქართველი შემტევი მთელი შეხვედრის განმავლობაში ბევრს ცდილობდა -  თავდაპირველად, დაცვას აქტიურად ეხმარებოდა, შემდეგ კი შეტევაშიც გააქტიურდა.

"რუბინმა" კვარაცხელიას
ძალისხმევით გაათანაბრა - ხვიჩამ მასზე უკეთეს პოზიციაში მყოფი პლიევი ჩამოიცილა და ჟურავლიოვს ავტოგოლი გაატანინა.

შეხევდრაში კიდევ ერთი საკამათო ეპიზოდი იყო, რომელიც ვიდეორეფერის გადაწყვეტილებით, ისევ "უფას" სასარგებლოდ გადაწყდა და მათ კარში პენალტი არ დაინიშნა.

"რუბინი", რომელიც პრემიერლიგაში მე-9 ადგილს იკავებს, 30 ოქტომბერს ცსკა-ს უმასპინძლებს.

altკვარაცხელია სასტარტოშია - ხვიჩა მშრალი სერიის დასასრულებლად!



მკითხველის კომენტარები / 30 /
ნელ-ნელა და სტაბილურად უმატებს ,რამდენე თამაშიც და ხვიჩას ვერ გააჩერებენ ,თმაც შეუჭრია )) , ერთი მომენტში ძალიან მაგარი დრიბლინგი გააძრო )) და ავტო გოლიც ხვიჩას შოტზეა ,ნაღდი გოლიც არ ჩაეთვალა.ხვიჩას ყველაფერი გამოუვა ,იმიტომ ,რომ მთელი საქართველო გულშემატკივრები ამისთვის ლოცულობენ.ხვიჩა ბევრჯერ უნდა გაიხარო და გაგვახარო.
დევკალიონი
24 ოქტომბერი 2021 17:17
1
შედის ფორმაში ხვიჩა. იმედია ტრავმას არ მიიღებს, მსაჯების მიერ უხეშობის იგნორირება არის სრლიად მიუღებელი საქციელი. იმედია სლუცკი კიდევ ერთხელ ამოიღებს ხმას და მოუწოდებს მსაჯებს ამის შესახებ.
ძალიან აქტიური იყო დღეს, იმედია მატჩის საუკეთესოდ დაასახელებენ. შეეძლოთ ამ თამაშის მოგება, ის გოლი უნდა ჩათვლილიყო.
Skeleton
24 ოქტომბერი 2021 17:13
0
ჩოლკას გაატანა ყველა უბედურება ხვიჩამ, მალე მოაბრუნებენ ენებს პირველ რიგში რუსები უკან, ფსიგოლოგიურად მაგრად ჩანდა, დაგლიჯავს მალე დარწმუნებული ვარ, წარუმატებლობა თუ არ შეისუნთქე კაცმა, ისე წარმატების ფასსაც ვერ გაიგებ, სტილიც შეცვლილი აქვს და მალე ალბათ ვეღარ გააჩერებენ, ფიზიკასაც ცალკე მიხედავს, მოკლედ ესე მგონია ძალიან კარგად იქნება საქმე
???????????????
24 ოქტომბერი 2021 21:41
0
100%-იანი გოლი გაუუქმეს ხვიჩას...
სანდრო
24 ოქტომბერი 2021 16:04
0
ყველა ვარიანტში მოიხოდება ხვიჩა, მთავარია აღარ მოუსმინოს არც შინაურს განსაკუთრებით და არც გარეულს. დღეს ჟილკიანად და მხნედ ჩანდა, ისევ ბაზაზე ცხოვრება და ვარჯიში, ხვიჩას ხომ ძალიან უყვარს ფეხბურთი
სტალინი
24 ოქტომბერი 2021 19:39
0
გოლი რატო გააუქმეს ? ჯერ ერთი დარტყმის დროს არ იყო დრაიერი თამაშ გარე , თვალები მიხატული აქვს ვაარს ? კაი მსაჯს შეეშალა მარა ვარი ? ვერ ვხდები იმენა
ლშა_იუვენტინო
24 ოქტომბერი 2021 20:08
0
რატომ არ ჩაითვალა ეს გოლი, მსაჯებიც შეთანხმებული არიან მგონი, რომ ამ ბიჭს მოტივაცია დაუკრგონ. ის უხეშობა კიდე გაფრთხილების გარეშე როგორ შეიძლებოდა. მოკლედ რაა, ვგიჟდები როგორ უსამართლოდ ექცევიან
Herbst
24 ოქტომბერი 2021 15:54
4
სპეციალურად უკეთებენ, უნდათ ფსიქოლოგიურად მოშალონ. რომ წაქააცია რაღაც უთხრა ცუდი იმ რუსმა და მაგიტომ გაბრაზდა ხვიჩა. თორე მსგავსი წამოხტომები არ ჩვევია. მსაჯმა დაიკიდა და არ გააფრთხილა უხეშობისთვის ის. მეორე ტაიმის ყურება აღარ მინდა ისე უსამართლოდ ეთამაშებიან.
Herbst
24 ოქტომბერი 2021 16:11
5
კარგი იქნება ტრუილად დაცემებს და მერე ხელების ქნევას და ჭიჭყინს თუ გადაეჩვევა ბავშვივით, შედარება არ არის ისეთ ხოდზე გამოიყურება, ენერგია დაიბრუნა რაც მთავარია და ჯილკა, ზოგი ჭირი მარგებელია, შეუბერე ხვიჩა ბოლომდე და სიტუაცია თვითონ მიგიყვანს უზომო წარმატებამდე...............
gori
24 ოქტომბერი 2021 21:31
4
იმ მომენტში რაღაც ცუდი უთხრა მოწინააღმდეგე ფეხბურთელმა თორე ეგეთი წამოხტომები არ იცის ხვიჩამ. იუხეშეს და არ გააფრთხილა მსაჯმა, იმან წააქცია და კიდე რაღა უთხრა ზედმეტად, მაგიტომაც გაბრაზდა და ვერც გავამტყუვნებ კვარას.
Michael
24 ოქტომბერი 2021 22:55
0
ხვიჩას გოლია აბა ვისია, ავტოგოლი ეძახე და ეგ ხვიჩას ეთვლება. შევა აუცილებლად ფორმაში და მეტსაც იზავს
სტალინი
24 ოქტომბერი 2021 21:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული